პრაქტიკული ინგლისურის კურსი
 
ყველა ტრენინგი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: პრაქტიკული ინგლისურის კურსი
მომწოდებელი: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
გამოქვეყნდა: 7 სექ / ბოლო ვადა: 7 ოქტ
"თსუ" გიწვევთ პრაქტიკული ინგლისურის კურსზე.

კურსი განკუთვნილია ზრდასრულთათვის, რომლებიც A2 დონეზე მაინც ფლობენ ენას და სურთ ინგლისურ ენაზე საუბრის, გაგების, გაგებინების და წერის კომპეტენციების გაღრმავება.

შედეგების მისაღწევად გამოყენებული იქნება მსოფლიოში და, განსაკუთრებით, ევროპაში დანერგილი აუდირების სტრატეგიები, რომელსაც კურსში გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება . აუდირების სტრატეგიები გულისხმობს ავთენტური მოსაუბრის ინტენსიურ მოსმენას.

გაკვეთილს ექნება დიალოგის ხასიათი, სადაც მასწავლებელს მხოლოდ წარმმართველისა და მიმთითებლის, ასევე ზოგიერთი იმანენტური ენობრივი თავისებურებების ამხსნელის ფუნქცია ექნება, რის საფუძველზეც მსმენელს მიეცემა ინიციატივის ფართო საშულება.

კურსის ხანგრძლივობა: 180 საათი
კურსის ღირებულება: 750 ლარი (შესაძლებელია გადახდა ეტაპობრივად )

https://www.tsu.ge/ge/government/administration/departments/lll/courses/au5yrmtqs_9d-p_ow/xeb344njvu9bbfydb//

საკონტაქტო ინფორმაცია:
ილია ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ უწყვეტი განათლების ცენტრი.
ტელ.: 225 04 84, შიდა ნომერი: 1465 ან 1466.
ელ.ფოსტა: TSULifelonglearning@tsu.ge
 
ყველა ტრენინგი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე