SPSS for Windows კურსი
 
ყველა ტრენინგი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: SPSS for Windows კურსი
მომწოდებელი: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
გამოქვეყნდა: 7 სექ / ბოლო ვადა: 30 სექ
"თსუ" გიწვევთ კომპიუტერული პროგრამის SPSS for Windows - ის გამოყენებით მონაცემების დამუშავების და სტატისტიკური ანალიზის კურსებზე.

სასერტიფიკატო კურსი განკუთვნილია სოციალურ მეცნიერებებში და მარკეტინგის სფეროში ჩართული ადამიანებისათვის, ვისაც შეიძლება შეხება ჰქონდეს რაოდენობრივი მონაცემების შეგროვებასთან, დამუშავებასთან, ანალიზთან ან უხდებოდეს მზა რაოდენობრივი მონაცემების გამოყენება. ამ კურსის გავლა ასევე სასარგებლო იქნება სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტებისათვისაც, რადგან მათ უღრმავებს რაოდენობრივ მონაცემებთან მუშაობის აუცილებელ უნარ-ჩვევებს, რომლებიც შეიძლება გამოიყენონ, როგორც სწავლის პროცესში, ასევე შემდგომ პროფესიულ საქმიანობაში.

კურსი დამწყებთათვის: იმისთვის, რომ მსმენელმა შეძლოს მოცემული სასწავლო პროგრამის ათვისება იგი უნდა ფლობდეს კომპიუტერთან მუშაობის საბაზისო უნარ-ჩვევებს, ასევე უნდა შეეძლოთ მარტივი მათემატიკური ამოცანების გადაწყვეტა, როგორიცაა საშუალო არითმეტიკულის და პროცენტის გამოთვლა.

გაღრმავებული კურსი: კურსში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა SPSS- ში მუშაობის ძირითადი უნარ ჩვევები. კურსში მსმენელებს უნდა გააჩნდეთ აღწერითი სტატისტიკის საბაზისო ცოდნა.

კურსის ღირებულება: 400 ლარი
თსუ-ის თანამშრომლებისათვის და სტუდენტებისათვის - 200 ლარი.
კურსის ხანგძლივობა: 24 საათი

https://www.tsu.ge/ge/government/administration/departments/lll/courses/lzqg8rt3ef9iwucz9/6fszhfnkmobk8b44c//

საკონტაქტო ინფორმაცია:
ილია ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ უწყვეტი განათლების ცენტრი.
ტელ.: 225 04 84, ( შიდა ნომერი: 1465 ან 1466).
ელფოსტა: TSULifelonglearning@tsu.ge
 
ყველა ტრენინგი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე