ტრენერების ტრენინგი (დამწყებთათვის)
 
ყველა ტრენინგი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ტრენერების ტრენინგი (დამწყებთათვის)
მომწოდებელი: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
გამოქვეყნდა: 7 სექ / ბოლო ვადა: 7 ოქტ
"თსუ" აცხადებს ტრენერების ტრენინგს (დამწყებთათვის).

თუ გსურთ ტრენინგ-კურსების ჩატარება და ფლობთ რაიმე კომპეტენციას სპეციალობაში, ჩვენი კურსი დაგეხმარებათ ტრენერობისათვის აუცილებელი პროფესიული უნარ-ჩვევების მიღებასა და ცოდნის გაღრმავებაში.

კურსის გავლის შემდეგ მსმენელს შეეძლება: შეისწავლოს სამიზნე აუდიტორია და მისი საჭიროებები, მოამზადოს პროგრამა და გაწეროს დროში, დაგეგმოს სესიები, მოახდინოს თვითშეფასება, მართოს გუნდი და მართოს დრო.

კურსის გავლის შემდეგ მსმენელებს ეცოდინებათ:

** ტრენინგი და მისი სპეციფიკა;
** პირველი დღე და მასთან დაკავშირებული სირთულეები;
** როგორ ავაგოთ პირველი დღის გეგმა,
** ნიშის მოძებნა;
** სამიზნე აუდიტორია და მისი კვლევა;
** როგორ შევქმნათ პროგრამა;
** ტრენინგ მოდულის და კურსის სტრუქტურის შემუშავება, დროში გაწერა;
** გუნდის მართვა, დინამიკა, ფასილიტაცია
** მსმენელთა ინდივიდუალური ტიპები და მათი მართვა;
** რა თვისებებს უნდა ფლობდეს ტრენერი;
** ტრენინგი, მისი ტიპები, გამოყენებული აქტივობები და მეთოდები;
** ლიდერობა და ტრენერი როგორც ლიდერი

კურსში ჩართვის წინაპირობა მსმენელთათვის: არ არსებობს
კურსის მოცულობა: 15 საათი (5 დღე, დღეში 3 საათი )
კურსის ღირებულება: 120 ლარი

კურსზე რეგისტრაციის გავლისთვის მიჰყევით ბმულს:
https://www.tsu.ge/ge/government/administration/departments/lll/courses/v2om_prhiw2ghtb8o/gm9qtpcsxauyy5gjd//

საკონტაქტო ინფორმაცია:
ილია ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ უწყვეტი განათლების ცენტრი.
ტელ.: 225 04 84, შიდა ნომერი: 1464.
ელ.ფოსტა: tsuLLL@tsu.ge
 
ყველა ტრენინგი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე