ტრენინგ კურსი - ზოგადი მენეჯმენტი
 
ყველა ტრენინგი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ტრენინგ კურსი - ზოგადი მენეჯმენტი
მომწოდებელი: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
გამოქვეყნდა: 7 სექ / ბოლო ვადა: 7 ოქტ
"თსუ" აცხადებს ტრენინგ-კურსს ზოგადი მენეჯმენტი.

კურსი განკუთვნილია მენეჯმენტის საკითხებით დაინტერესებულ პირებისათვის, რომლებსაც აქვთ გარკვეული ცოდნა მენეჯმენტის პრინციპების შესახებ და სურთ არსებული ცოდნის გაღრმავება. კურსის მიზანია მსმენელებს დაეხმაროს მენეჯერული საქმიანობის ეფექტური განხორციელებისათვის საჭირო უნარ-ჩვევების განვითარება-გამომუშავებაში, გაუღრმავოს ცოდნა ისეთი საკითხების შესახებ, როგორიცაა: თანამედროვე მენეჯმენტის პრინციპები და კონცეფციები; ორგანიზაციული კულტურა და განვითარება; დაგეგმვის პროცესების ორგანიზაცია; ორგანიზაციული სტრუქტურების დაპროექტების საკითხები; ლიდერობა და მართვის სტილი; მოტივაციის სტრატეგიები; გადაწყვეტილებების მიღების მეთოდები და მოდელები; დროის ეფექტური მართვის კონცეფციები და ტექნიკა; ჯგუფური დინამიკა და საქმიანი კომუნიკაციები.

კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ მსმენელს ეცოდინება: თანამედროვე მენეჯმენტის პრინციპები და კონცეფციები: დაგეგმვის, ეფექტიანი გადაწყვეტილებების მიღების მეთოდები; ორგანიზაციული სტრუქტურების დაპროექტების სპეციფიკა; დროის ეფექტურად მართვის ტექნიკა; მოტივაციის სტრატეგიები და მათი განხორციელების მეთოდოლოგია; გუნდური მართვის პრინციპები და კონფლიქტების მოგვარების სტრატეგიები; საქმიანი კომუნიკაციების წარმართვის სპეციფიკა.

გაიცემა თსუ-ის სერტიფიკატი (ქართულ და ინგლისურ ენაზე).

კურსის მოცულობა: 12 საათი;
კურსის ღირებულება: 150 ლარი.

კურსზე რეგისტრაციის გავლისთვის მიჰყევით ბმულს: https://www.tsu.ge/ge/government/administration/departments/lll/courses/v2om_prhiw2ghtb8o/rm_bfdbueafjnyolw//

საკონტაქტო ინფორმაცია:
ილია ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ უწყვეტი განათლების ცენტრი.
ტელ.: 225 04 84, შიდა ნომერი: 1463.
ელ.ფოსტა: tsuLLL@tsu.ge
 
ყველა ტრენინგი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე