სასერტიფიკატო კურსი - კულინარიული ტურიზმი
 
ყველა ტრენინგი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: სასერტიფიკატო კურსი - კულინარიული ტურიზმი
მომწოდებელი: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
გამოქვეყნდა: 7 სექ / ბოლო ვადა: 7 ოქტ
"თსუ" აცხადებს სასერტიფიკატო კურსს - "კულინარიული ტურიზმი".

კურსი განაკუთვნილია ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის, განსაკუთრებით გიდებისთვის, ტურისტულ ბიზნესში ჩართული პირებისთვის და კვებითი მომსახურების სფეროს წარმომადგენლებისათვის. მისი მიზანია მსმენელებს გააცნოს გლობალიზაციის და გლოკალიზაციის გავლენა კულინარიული ტურიზმის განვითარებაზე; შეასწავლოს ტრაპეზის არსი და ტრაპეზის კულტურა, მისი მნიშვნელობა სხვადასხვა რელიგიური რწმენისა და კულტურის ადამიანისათვის; კვების კულტურის საკითხები ბიბლიის მიხედვით; შეასწავლოს კულინარიული ტურიზმის პოპულარიზაციის ინსტრუმენტები, მისი სეგმენტაცია და სახეები; კულინარიული ტურიზმის ტიპოლოგია; გააცნოს ყველის და ღვინის ფენომენი ტურიზმში; ქართული ყველის და ღვინის ფენომენი და მატი საერთაშორისო პოტენციალი; გააცნოს ქართული გასტრონომიული კულტურის განვიტარების გზები, და კულტურა, როგორც შეუსწავლელი სფერო; ქართული სამზარეულოს მთავარი ნიშანი - ქართული სუფრის ფენომენი, რიტუალური კერზები ქართულ სამზარეულოში.

გაიცემა თსუ-ის სერტიფიკატი (ქართულ და ინგლისურ ენაზე).

კურსის მოცულობა: 18 საათი
კურსის ღირებულება: 250 ლარი

კურსზე რეგისტრაციის გავლისთვის მიჰყევით ბმულს: https://www.tsu.ge/ge/government/administration/departments/lll/courses/lzqg8rt3ef9iwucz9/oemy1ae3mkgba-0zt//
 
ყველა ტრენინგი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე