ფერების შემზავებელი/ქოლორისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ფერების შემზავებელი/ქოლორისტი
მომწოდებელი: ტოიოტა ცენტრი თეგეტა
გამოქვეყნდა: 7 სექ / განახლდა: 10 სექ / ბოლო ვადა: 7 ოქტ
შპს "ტოიოტა ცენტრი თეგეტა" აცხადებს ვაკანსიას ავტომობილების ფერების შემზავებლის (ქოლორისტის) პოზიციაზე გაყიდვების შემდგომი მომსახურების დეპარტამენტში.

შპს "ტოიოტა ცენტრი თეგეტა" წარმოადგენს "ტოიოტას" დილერს, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს უახლესი მოდელების ავტომობილებს, საგარანტიო და გეგმურ ტექნიკურ მომსახურებას, მაღალი ხარისხის ორიგინალ ავტოსათადარიგო ნაწილებსა და აქსესუარებს. შპს "ტოიოტა ცენტრი თეგეტა" არის "თეგეტა მოტორსის" შვილობილი კომპანია, რომელიც 2013 წლიდან წარმატებით ოპერირებს ბაზარზე. დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ბმული: http://www.toyota-tegeta.ge

მისამართი: თბილისი, ვაკე, უნივერსიტეტის ქ N6.
სამუშაო დრო: სრული განაკვეთი (09:30-დან 18:30-მდე, შაბათი 09:30-დან 18:00-მდე).
ექვემდებარება: სამღებრო-სათუნუქეს მენეჯერს.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** შესაღები ავტომობილების ფერის იდენტიფიცირება;
** საღებავების შეზავება და საჭირო ფერის მიღების უზრუნველყოფა;
** გახარჯული საღებავების აღრიცხვა და კონტროლი;
** საღებავებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება;
** ფერების შეზავების არსებული სტანდარტების დაცვა;
** სამღებრო სამუშაოების ჩატარების პროცესში რეკომენდაციების მიცემა ტექნიკური გუნდისათვის;
** სამღებრო-სათუნუქეს გუნდთან კოორდინირებული მუშაობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია უმაღლესი განათლება;
** ფერების აღქმის გამოკვეთილი უნარი.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** ანალიტიკური აზროვნება;
** ორგანიზებულობა.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, მიჰყევით ბმულს: https://career.tegetamotors.ge/Job/125 და შეავსეთ აპლიკაცია.

გაცნობებთ, რომ შევსებული აპლიკაცია ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 3 წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას შპს "თეგეტა მოტორსის" ან მისი შვილობილი კომპანიების მიერ სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე