გაყიდვების სამსახურის უფროსის მოადგილე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: გაყიდვების სამსახურის უფროსის მოადგილე
მომწოდებელი: ბი-ემ-ესი
გამოქვეყნდა: 7 სექ / ბოლო ვადა: 7 ოქტ
საქართველოს ბაზარზე ერთ-ერთი წარმატებული მარკეტინგული და სადისტრიბუციო კომპანია აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების სამსახურის უფროსის მოადგილის პოზიციაზე.

კომპანია ქართულ ბაზარზე 2002 წლიდან არსებობს და არის ოცდაათამდე ევროპული და ამერიკული პრემიუმ ბრენდის ექსკლუზიური დისტრიბუტორი საქართველოში.

ძირითადი მოვალეობები:

** გაყიდვების გუნდის სრული მონიტორინგი;
** გაყიდვების ჯგუფისა და ჯამური გეგმის შესრულების კოორდინაცია;
** კორპორატიულ პარტნიორებთან მოლაპარაკების წარმოება;
** საცალო გაყიდვების სპეციალისტების მოზიდვა, საკუთარი ჯგუფის დაკომპლექტება და მართვა;
** პროექტების დაგეგმვა და კონტროლი;
** ბიზნეს პროცესის თითოეული ეტაპის შეფასება და დასახულ მიზნებთან შესაბამისობის კონტროლი;
** გაყიდვების ხელმძღვანელისთვის გაყიდვების გუნდის რეპორტის წარმოება და წარდგენა;
** გაყიდვების გუნდის საქმიანობაში ჩართულობა და მხარდაჭერა სხვადასხვა დავალებების შესრულების დროს.

უნარ-ჩვევები:

** ძლიერი მენეჯერული უნარ-ჩვევები;
** მომთხოვნი;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** ანალიტიკური აზროვნება;
** დროის ეფექტურად განაწილება;
** გუნდში მუშაობის უნარი.

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** გაყიდვების სფეროში მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება (მენეჯერულ პოზიციაზე).
** მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება გუნდის მართვაში (მენეჯერულ პოზიციაზე);
** გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი;
** ორგანიზებული და პასუხისმგებლიანი;
** კომუნიკაბელური და აქტიური;
** რუსულ ენაზე გამართულად საუბრის და წერა-კითხვის უნარი (ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად).
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Office: Word, Excel, Powepoint, Outlook).

ჩვენთან გექნებათ შესაძლებლობა:

** უხელმძღვანელოთ 35 კაციან გაყიდვების გუნდს;
** მოამზადოთ ანალიტიკური რეპორტი;
** დახვეწოთ BTL-ის სამართავი სტრატეგიები;
** მართოთ ბრენდის პორთფელი;
** განსაზღვროთ საბაზრო საფასო პოლიტიკა;
** მართოთ კონკურენტები;
** დაგეგმოთ და მართოთ გაყიდვების კამპანიები.

პირობები:

** გამოსაცდელი პერიოდი - 3 თვე (სტაჯირების პერიოდში სახელფასო განაკვეთი შედგება ყოველ თვე ზრდადი თანხისგან)
** ფიქსირებული ხელფასი + ბონუსები

დაინტერესებულმა კანდიდატებმა, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის სახელწოდება და გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ. მისამართზე: t.kalandadze@bms.com.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე