მარკეტინგის ანალიტიკოსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: მარკეტინგის ანალიტიკოსი
მომწოდებელი: ორი ნაბიჯი
გამოქვეყნდა: 7 სექ / ბოლო ვადა: 25 სექ
"ორი ნაბიჯი" პირველი კომპანიაა კვების პროდუქტების საცალო გაყიდვების სფეროში, რომელმაც უბნის მაღაზიის ფორმატით დაიწყო ოპერირება 2009 წელს. 2010 წელს გაიხსნა ჩვენი პირველი მაღაზია დიდუბეში, ხოლო აქტიური განვითარება დაიწყო 2011 წლის მეორე ნახევრიდან და დღემდე გრძელდება. ამჟამად კომპანია ფლობს 128 მაღაზიას თბილისის, რუსთავის, საგარეჯოსა და მარნეულის მასშტაბით. მიმდინარე წელს ჩვენ ვგეგმავთ ქსელის მნიშვნელოვან ზრდას, რაც უკვე ყოველწლიური ტრადიცია გახლავთ "ორ ნაბიჯში".

მაღაზიათა ქსელი "ორი ნაბიჯი" აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის ანალიტიკოსის პოზიციაზე.

ფუნქციები:

** გაყიდვების მონაცემების დამუშავება და ფინანსური ანალიზი;
** ფინანსური მონაცემების საფუძველზე პროდუქტების ჭრილში სხვადასხვა აქციების დაგეგმვა და ფინანსური დაშვებების გაკეთება;
** აქციების ფინანსური გათვლების გაკეთება (გაყიდვების პროგნოზი, მომგებიანობის ანალიზი);
** მარკეტინგული მონაცემების გაანალიზება და მიზეზ-შედეგობრივი კავშირების დადგენა;
** მაღაზიის გაყიდვების პოტენციალის შეფასების მოდელის შექმნა;
** მომხმარებელთა სეგმენტაცია და მათთვის სხვადასხვა მარკეტინგული აქტივობების დაგეგმვა/შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სავალდებულოა უმაღლესი განათლება ფინანსების მიმართულებით;
** სასურველია SQL-ის ცოდნა;
** აუცილებელია MS Office, Excel-ის საფუძვლიანი ცოდნა;

დამატებითი უნარები:

** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
** დამოუკიდებლად მუშაობა და გადაწყვეტილების მიღების უნარი
** სიახლეების სწრაფად ათვისების უნარი
** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი
** გუნდური მუშაობის უნარი
** დეტალებზე ორიენტირებული

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ჩვენს ელექტრონულ მისამართზე: HR@orinabiji.ge და გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 25 სექტემბერი, 2018 წელი.

ორი ნაბიჯი მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას.

მაღაზიათა ქსელი "ორი ნაბიჯი" - ში თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები მაღაზიათა ქსელ "ორი ნაბიჯ" - ის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე