მონაცემთა ბაზის ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: მონაცემთა ბაზის ოპერატორი
მომწოდებელი: ორი ნაბიჯი
გამოქვეყნდა: 7 სექ / ბოლო ვადა: 25 სექ
"ორი ნაბიჯი" პირველი კომპანიაა კვების პროდუქტების საცალო გაყიდვების სფეროში, რომელმაც უბნის მაღაზიის ფორმატით დაიწყო ოპერირება 2009 წელს. 2010 წელს გაიხსნა ჩვენი პირველი მაღაზია დიდუბეში, ხოლო აქტიური განვითარება დაიწყო 2011 წლის მეორე ნახევრიდან და დღემდე გრძელდება. ამჟამად კომპანია ფლობს 128 მაღაზიას თბილისის, რუსთავის, საგარეჯოსა და მარნეულის მასშტაბით. მიმდინარე წელს ჩვენ ვგეგმავთ ქსელის მნიშვნელოვან ზრდას, რაც უკვე ყოველწლიური ტრადიცია გახლავთ "ორ ნაბიჯში".

მაღაზიათა ქსელი "ორი ნაბიჯი" აცხადებს ვაკანსიას მონაცემთა ბაზის ოპერატორის პოზიციაზე.

ძირითადი ამოცანები: მონაცემთა ბაზის რეგულარული განახლება და კომპანიის კომერციულ საქმიანობასთან დაკავშირებული ანგარიშების წარმოება.

ძირითადი მოვალეობები:

** პროგრამული ბაზების ადმინისტრირება და მართვა;
** მომწოდებლების დარეგისტრირება პროგრამაში - მონაცემების და გადახდის პირობების ასახვა;
** პროდუქციის ფასების და ფასდაკლებების პროგრამაში ასახვა;
** პროდუქციასთან დაკავშირებული ნებისმიერი ცვლილების დროული ადმინისტრირება;
** პერიოდული რეპორტინგი მენეჯერთან;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება სასურველია ტექნიკური მიმართულებით;
** MS Office, MS Excel ცოდნა მაღალ დონეზე;
** ბუღალტრული ან ბაზებთან მუშაობის გამოცდილება;

პიროვნული მახასიათებლები:

** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** პასუხისმგებლიანი;
** გუნდში მუშაობის უნარი;
** სამუშაოს დადგენილ ვადებში შესრულების უნარი;

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ჩვენს ელექტრონულ მისამართზე: HR@orinabiji.ge და გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 25 სექტემბერი, 2018 წელი.

ორი ნაბიჯი მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას.

მაღაზიათა ქსელი "ორი ნაბიჯ" - ში თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები მაღაზიათა ქსელ "ორი ნაბიჯ" - ის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე