სამაგიდო თამაშების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: სამაგიდო თამაშების მენეჯერი
მომწოდებელი: ბეთლაივი
გამოქვეყნდა: 7 სექ / ბოლო ვადა: 7 ოქტ
"ბეთლაივი" არის ინოვაციური და დაცული სათამაშო სივრცე, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს უნიკალურ პროდუქტებს აზარტის ყველა სფეროში.

"ბეთლაივი" აცხადებს ვაკანსიას სამაგიდო თამაშების მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი (10:00-19:00).

ძირითადი მოვალეობები:

** პროდუქტის განვითარებაზე ზრუნვა;
** მოთამაშეების არსებული ბაზის ანალიზი და სტატისტიკის წარმოება;
** მოთამაშეებისთვის ახალი აქციების და შეთავაზებების დაგეგმვა;
** აქციის ბიუჯეტის მომზადება;
** შეთავაზებული აქციების მონიტორინგი, შედეგების ანალიზი და რეპორტინგი.

ძირითადი მოთხოვნები:

განათლება: უმაღლესი ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი.

აუცილებელი ცოდნა და უნარები:

** სამაგიდო თამაშების წესების ცოდნა;
** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office);
** ეფექტური ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარი;
** პროექტების და ღონისძიებების ეფექტური მართვის უნარი.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგი ელ-ფოსტის მისამართზე: vacancy@betlive.com და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "სამაგიდო თამაშების მენეჯერი".

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ესტუმრეთ ჩვენს ვებგვერდს: www.betlive.com

წარმატებებს გისურვებთ!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე