საკრედიტო ექსპერტი - რეგიონები
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: საკრედიტო ექსპერტი - რეგიონები
მომწოდებელი: ლაზიკა კაპიტალი
გამოქვეყნდა: 7 სექ / ბოლო ვადა: 7 ოქტ
მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ს.ს. "ლაზიკა კაპიტალი" აწარმოებს მსურველთა მიღებას საკრედიტო ექსპერტის თანამდებობაზე ზუგდიდი, მესტია, სამტრედია, ხულო, ქუთაისი და სენაკის ფილიალებში.

აუცილებელი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, პრიორიტეტულად ფინანსებში და საბანკო საქმეში, ან სხვა მონათესავე ეკონომიკური პროფილით;
** სამწლიანი სამუშაო გამოცდილება საბანკო, საკრედიტო ან კორპორაციული ფინანსების სფეროში;
** კომპიუტერის, კერძოდ კი "ვორდის" და "იქსელის" ზედმიწევნით ცოდნა
** აუცილებელია იყოს შესაბამისი ქალაქის ან მიმდებარე სოფლების მკვიდრი.

სამუშაოს აღწერილობა:

** პოტენციური მსესხებლების მოძიება
** მიმდინარე მსესხებლების და სასესხო პროექტების მონიტორინგი
** სასესხო განაცხადების მიღება და ანალიზი
** ორგანიზაციის კლიენტების სოციალურ-ეკონომიკური მაჩვენებლების პერიოდული შეფასება და კონტროლი
** ინდივიდუალური სასესხო პორტფელის მართვა.

ხელფასი შეესაბამება მაღალ კომერციულ სტანდარტებს.

კანდიდატთა შერჩევა მოხდება სპეციალური ტესტირების საფუძველზე. მსურველებს შეუძლიათ გამოაგზავნონ ანკეტა, ანუ ე.წ. "სივი" ქართულ ენაზე, აუცილებლად ფოტოსურათით, ელ. ფოსტით, შემდეგ მისამართზე: job@lazikacapital.ge

დამატებითი ინფორმაციისათვის დარეკეთ:

(571) 00 00 09— ანი გუგუნავა; დასავლეთ საქართველოს რეგიონული ოფისი ზუგდიდი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე