აპლიკაციების მხარდაჭერის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: აპლიკაციების მხარდაჭერის სპეციალისტი
მომწოდებელი: ვითიბი ბანკი
გამოქვეყნდა: 7 სექ / ბოლო ვადა: 7 ოქტ
სს "ვითიბი ბანკი ჯორჯია" აცხადებს კონკურსს აპლიკაციების მხარდაჭერის სპეციალისტის თანამდებობაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი
განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 07.10.2018

ძირითადი ფუნქციები:

** სერვის დესკიდან და ბიზნეს მხარდაჭერის ჯგუფებიდან შემოსული ყოველდღიური საკითხების შესრულება.
** პროგრამული ხარვეზების (ბაგების) გამოკვლევა და დეველოპერებისთვის ან მომწოდებლებისთვის დაფიქსირება და შემდგომი მონიტორინგი.
** ბანკში დანერგილი ახალი პროგრამული მოდულების ფუნქციონალის და ტექნიკური დოკუმენტაციის გაცნობა/ათვისება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
** ინგლისური და რუსული ენების ფლობა
** მონაცემთა ბაზებთან მუშაობის გამოცდილება
** T-SQL ენის ცოდნა
** საბანაკო სისტემების ცოდნა (B2000, LMS) ჩაითვლება უპირატესობად

უნარები:

** კრეატიული და ანალიტიკური აზროვნების უნარი
** სიახლეებისა და ახალი ტექნოლოგიების სწრაფად ათვისების უნარი
** პარალელურ რეჟიმში რამოდენიმე საკითხზე მუშაობის უნარი
** დროის მართვის უნარი
** როგორც გუნდში, ისე დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
** მიზანმიმართული, ორგანიზებული, კომუნიკაბელური

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ 2018 წლის 7 ოქტომბრის ჩათვლით შეავსოთ განაცხადის ფორმა
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე