პრომოუტერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: პრომოუტერი
მომწოდებელი: ნიკორა
გამოქვეყნდა: 7 სექ / განახლდა: 7 სექ / ბოლო ვადა: 7 ოქტ
კომპანია "ნიკორა" 1998 წელს ქართული კაპიტალით დაარსდა,დღესდღეობით ნიკორა წარმოდგენილია ჰოლდინგის სახით, რომელიც აერთიანებს ცამეტ შვილობილ კომპანიას, ჰოლდინგში წარმოდგენილი კომპანიები უმაღლესი ხარისხის ნედლეულის გამოყენებით და თანამედროვე ტექნოლოგიების დაცვით, მომხმარებელს მრავალფეროვან ასორტიმენტს სთავაზობს, როგორიცაა: ხორცპროდუქტები, ნახევარფაბრიკატები, თევზეული, რძის პროდუქტები, ნაყინი, პურ-ფუნთუშეული, ღვინო. კომპანიას ასევე, აქვს საკუთარი სადისტრიბუციო ქსელი, მაღაზიათა ქსელი საქართველოს მასშტაბით და საკალმახე მეურნეობა. "ნიკორა" არის მაღალი ხარისხის საკვები პროდუქტების, ალკოჰოლური და არაალკოჰოლური სასმელების ექსკლუზიური იმპორტიორი საქართველოში, რომლის პრიორიტეტებია: მრავალფეროვანი და უმაღლესი ხარისხის პროდუქციის ასორტიმენტი.
"ნიკორა" ქართულ ბაზარზე ერთ-ერთი საუკეთესო დამსაქმებელია. ამჟამად ჰოლდინგში 4000-ზე მეტი თანამშრომელია და კომპანიის განვითარებასთან ერთად დასაქმებულთა რაოდენობა მუდმივად იზრდება.

სრული ინფორმაციისათვის გადადით ჩვენს საიტზე http://www.nikora.ge

სს "ნიკორას" შვილობილი კომპანია - შპს "ნიკორა" აცხადებს ვაკანსიას პრომოუტერის პოზიციაზე თბილისში.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** სავაჭრო ობიექტზე ასორტიმენტში არსებული პროდუქციის გარკვეული ნაწილის უპირატესებობის წარმოჩენა და მომხმარებლის პროდუქციის შერჩევის პროცესში დახმარება;
** მომხმარებლისათვის პროდუქციასთან დაკავშირებული სიახლეებისა და მიმდინარე აქციების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
** პროდუქციის გაყიდვების გაზრდის ხელშეწყობის მიზნით, მარკეტინგულ აქტივობებში აქციებში ჩართულობა/მონაწილეობის მიღება;
** სავაჭრო ობიექტზე პასუხისმგებლობაში მქონე ასორტიმენტის ფარგლებში, ნაშთებისა და პროდუქციის უწყვეტობის კონტროლი;
** სავაჭრო ობიექტის დახლზე წარმოდგენილი პროდუქტის სასაქონლო სახის, შენახვის აუცილებელი პირობების დაცვის და პროდუქციის ვადების მუდმივი კონტროლი;
** მენეჯმენტისათვის ობიექტზე არსებული სიტუაციისა და გაყიდვების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** საშუალო განათლება;
** ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა (სასურველია ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა);
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** კომუნიკაბელური;
** პრეზენტაბელური;
** მომხმარებელზე და მომსახურებაზე ორიენტირებული.

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-შაბათი 15:00-21:00 ან 16:00-22:00

თუ თქვენ აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს, გამოაგზავნეთ თქვენი CV მისამართზე: jobs@nikora.ge. სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ, რომ სს "ნიკორამ" დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით, შემდგომი გამოყენებისთვის.

შენიშვნა: გასაუბრებაზე მოხდება მხოლოდ იმ აპლიკანტების დაბარება რომელთა CV შეესაბამება ჩამოთვლილ მოთხოვნებს .

სს "ნიკორა" გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე