კონსულტანტ-მერჩენდაიზერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: კონსულტანტ-მერჩენდაიზერი
მომწოდებელი: პარტნიორი
გამოქვეყნდა: 7 სექ / ბოლო ვადა: 7 ოქტ
კომპანია "ნიკორა" 1998 წელს ქართული კაპიტალით დაარსდა. დღეს-დღეობით ნიკორა წარმოდგენილია ჰოლდინგის სახით, რომელიც აერთიანებს ცამეტ შვილობილ კომპანიას. ჰოლდინგში წარმოდგენილი კომპანიები, უმაღლესი ხარისხის ნედლეულის გამოყენებით და თანამედროვე ტექნოლოგიების დაცვით, მომხმარებელს მრავალფეროვან ასორტიმენტს სთავაზობს, როგორიცაა: ხორცპროდუქტები, ნახევარფაბრიკატები, თევზეული, რძის პროდუქტები, ნაყინი, პურ-ფუნთუშეული, ღვინო. კომპანიას ასევე, აქვს საკუთარი სადისტრიბუციო ქსელი, მაღაზიათა ქსელი საქართველოს მასშტაბით და საკალმახე მეურნეობა. "ნიკორა" არის მაღალი ხარისხის საკვები პროდუქტების, ალკოჰოლური და არაალკოჰოლური სასმელების ექსკლუზიური იმპორტიორი საქართველოში, რომლის პრიორიტეტებია: მრავალფეროვანი და უმაღლესი ხარისხის პროდუქციის ასორტიმენტი.

"ნიკორა" ქართულ ბაზარზე ერთ-ერთი საუკეთესო დამსაქმებელია. ამჟამად ჰოლდინგში 4000-ზე მეტი თანამშრომელია და კომპანიის განვითარებასთან ერთად დასაქმებულთა რაოდენობა მუდმივად იზრდება.

სრული ინფორმაციისათვის გადადით ჩვენს საიტზე: www.nikora.ge

სს "ნიკორას" შვილობილი კომპანია - შპს "პარტნიორი" აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტ-მერჩენდაიზერის პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** მომხმარებლის თავაზიანი დახვედრა და პროდუქტის შერჩევაში დახმარების გაწევა;
** სიახლეებისა და აქციების შესახებ მომხმარებლისათვის ინფორმაციის მიწოდება;
** წარმოდგენილი პროდუქციის ვადების კონტროლი;
** თაროებზე განაწილებული და მაცივრებში არსებული პროდუქციის სასაქონლო სახისა და ვადების შემოწმება და FIFO-ს წესების დაცვა;
** თაროებსა და მაცივრებში პროდუქციის დალაგებისას პლანოგრამის დაცვა და კონტროლი;
** პროდუქციის უწყვეტობის კონტროლი;
** სავაჭრო ობიექტების POS მასალებით მომარაგება და მათი განთავსების კონტროლი
** ობიექტის პერსონალთან პოზიტიური ურთიერთობის ჩამოყალიბება;
** მენეჯმენტისათვის ობიექტზე არსებული სიტუაციის შესახებ ინფორმაციის მუდმივი მიწოდება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია უმაღლესი განათლება;
** ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა.
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** კომუნიკაბელური;
** პუნქტუალური;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** მომხმარებელზე და მომსახურებაზე ორიენტირებული;
** გუნდური მუშაობის უნარი.

თუ თქვენ აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს, გამოაგზავნეთ თქვენი CV მისამართზე: jobs@nikora.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ, რომ სს "ნიკორამ" დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით, შემდგომი გამოყენებისთვის.

შენიშვნა: გასაუბრებაზე მოხდება მხოლოდ იმ აპლიკანტების დაბარება, რომელთა CV შეესაბამება ჩამოთვლილ მოთხოვნებს.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე