ტესტერი (ხარისხის უზრუნველყოფის სპეციალისტი)
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ტესტერი (ხარისხის უზრუნველყოფის სპეციალისტი)
მომწოდებელი: ორიენტ ლოჯიკი
გამოქვეყნდა: 6 სექ / ბოლო ვადა: 30 სექ
საინფორმაციო ტექნოლოგიების ინდუსტრიის ლიდერი კომპანია "ორიენტ ლოჯიკი" აცხადებს ვაკანსიას ტესტერის (ხარისხის უზრუნველყოფის სპეციალისტის) თანამდებობაზე.

ძირითადი მოვალეობებია:

** SCRUM პროცესში ჩართულობა
** ტესტირების სცენარების შექმნა და დოკუმენტირება
** პროგრამული უზრუნველყოფის ჩაბარების კრიტერიუმების შემუშავება
** პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირება და ხარვეზების დაფიქსირება
** პროგრამისტების ავტომატიზებული ტესტების მიმოხილვა და რეკომენდაციების შემუშავება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** უმაღლესი განათლება ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში
** გუნდური მუშაობის, გამართული კომუნიკაციის, ანალიტიკური და პრობლემის გადაჭრის უნარი
** ქართული და ინგლისური ენების ცოდნა
** მინიმუმ 1 წლის მუშაობის გამოცდილება ხარისხის უზრუნველყოფის სპეციალისტის (ტესტერის) თანამდებობაზე. SCRUM მეთოდოლოგიით მუშაობის გამოცდილება აუცილებელი არ არის.

კომპანია შერჩეულ კანდიდატებს სთავაზობს:

** ახალი ცოდნის მიღების საუკეთესო შესაძლებლობას საქართველოში წამყვან ტექნოლოგიურ კომპანიაში
** მრავალფეროვან და საინტერესო გამოცდილებას სასიამოვნო და მეგობრულ გარემოში
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას მუდმივად განვითარებად და პროფესიონალებით დაკომპლექტებულ გუნდში

დაინტერესებულმა კანდიდატებმა რეზიუმე უნდა გამოაგზავნონ შემდეგ მისამართზე: hr@ol.ge 2018 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით და გზავნილის ველში მიუთითონ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა ვერ განიხილება.

წინამდებარე ვაკანსიისათვის კანდიდატის მიერ რეზიუმეს გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების პოტენციური დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. რეზიუმეში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებელის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან მისი კანდიდატურის შესაბამისობის დადგენისა და შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, როგორც შრომითი ურთიერთობის დამყარებამდე პერიოდში, ასევე ასეთი ურთიერთობის დასრულებიდან კანონით განსაზღვრული ვადით. დამსაქმებელი იტოვებს უფლებას ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის კანდიდატის რეზიუმე გაუზიაროს მესამე პირ(-ებ)საც.

დიდი მადლობა დაინტერესებისათვის!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე