დანადგარის ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: დანადგარის ოპერატორი
მომწოდებელი: ოკეანე
გამოქვეყნდა: 6 სექ / ბოლო ვადა: 6 ოქტ
კომპანია "ნიკორა" 1998 წელს ქართული კაპიტალით დაარსდა. დღესდღეობით "ნიკორა" წარმოდგენილია ჰოლდინგის სახით, რომელიც აერთიანებს ცამეტ შვილობილ კომპანიას, ჰოლდინგში წარმოდგენილი კომპანიები უმაღლესი ხარისხის ნედლეულის გამოყენებით და თანამედროვე ტექნოლოგიების დაცვით, მომხმარებელს მრავალფეროვან ასორტიმენტს სთავაზობს, როგორიცაა: ხორცპროდუქტები, ნახევარფაბრიკატები, თევზეული, რძის პროდუქტები, ნაყინი, პურ-ფუნთუშეული, ღვინო. კომპანიას ასევე, აქვს საკუთარი სადისტრიბუციო ქსელი, მაღაზიათა ქსელი საქართველოს მასშტაბით და საკალმახე მეურნეობა. "ნიკორა" არის მაღალი ხარისხის საკვები პროდუქტების, ალკოჰოლური და არაალკოჰოლური სასმელების ექსკლუზიური იმპორტიორი საქართველოში, რომლის პრიორიტეტებია: მრავალფეროვანი და უმაღლესი ხარისხის პროდუქციის ასორტიმენტი.

"ნიკორა" ქართულ ბაზარზე ერთ-ერთი საუკეთესო დამსაქმებელია. ამჟამად ჰოლდინგში 4000-ზე მეტი თანამშრომელია და კომპანიის განვითარებასთან ერთად დასაქმებულთა რაოდენობა მუდმივად იზრდება.

სრული ინფორმაციისათვის გადადით ჩვენს საიტზე http://www.nikora.ge

სს "ნიკორას" შვილობილი კომპანია, შპს "ოკეანე" აცხადებს ვაკანსიას დანადგარის ოპერატორის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** პროდუქციის მწარმოებელ და მზა პროდუქტის დამფასოებელ მანქანა-დანადგარებთან მუშაობა;
** მანქანა-დანადგარების პროდუქციის სახეობის შესაბამისად პროგრამული რეგულირება;
** მანქანა-დანადგარების მუშაობის პროცესის მართვა და დამზადებული/შეფუთული პროდუქტის ხარისხის კონტროლი;
** წარმოების უწყვეტობის მიზნით, მანქანა-დანადგარების მუდმივი მონიტორინგი;
** დანადგარზე ნებისმიერი ხარვეზის შემჩნევის შემთხვევაში დროული რეაგირება;
** მანქანა-დანადგარების ტექნიკური გამართულობის უზრუნველყოფა;
** საწარმოში დადგენილი ჰიგიენურ-სანიტარული ნორმების დაცვა;
** სამუშაო დღის ბოლოს მანქანა-დანადგარების გაწერილი ინსტრუქციის შესაბამისად დასუფთავება/დეზინფექცია;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ტექნიკური მიმართულებით;
** საწარმოო მანქანა-დანადგარებთან მუშაობის გამოცდილება აუცილებელია;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა სასურველია; (როგორც დანადგარის, ასევე პროგრამული ინტრუქტაჟის წაკითხვა/გაგების მიზნით).

პიროვნული მახასიათებლები:

** ტექნიკურად აზროვნების უნარი;
** ლოგიკურად აზროვნების უნარი;
** სიზუსტესა და დეტალებზე ორიენტირება;
** სისწრაფე და მოქნილობა;
** დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი;
** შედეგებზე ორიენტირება;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;

თუ თქვენ აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს გამოაგზავნეთ თქვენი CV მისამართზე: jobs@nikora.ge სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ, რომ ს.ს "ნიკორამ" დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით , შემდგომი გამოყენებისთვის.

განცხადების შემოტანის ბოლო ვადაა 2018 წლის 6 ოქტომბერი.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე