მარკეტინგის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: მარკეტინგის სპეციალისტი
მომწოდებელი: ინსტა
გამოქვეყნდა: 6 სექ / ბოლო ვადა: 6 ოქტ
"ინსტა" ერთ-ერთი წამყვანი ქართული ელექტრო საინჟინრო/საპროექტო კომპანიაა, რომელიც 20 წელია წარმატებით ფუნქციონირებს საქართველოს ბაზარზე. ჩვენი პროფილია ელექტრო, სატელეკომუნიკაციო და ხანძარსაწინააღმდეგო სისტემების პროექტირება და მონტაჟი, ასევე შენობის და ინდუსტრიული ავტომატიზაციის სისტემის შემუშავება და შესრულება. "ინსტას" მრავალრიცხოვან კლიენტებს შორის არიან ისეთი კომპანიები და ბრენდები როგორიცაა - ფოთის საზღვაო ნავსადგური (APM ტერმინალი), M2, თეგეტა მოტორსი, საქართველოს ბანკი, წყალი მარგებელი, REZID Holding GmbH (King David Residence), სასტუმროები - Crown Plaza, Moxy, Ramada. ჩვენ გაგვაჩნია საკუთარი წარმოება, ლოჯისტიკური ცენტრი და სასაწყობე ტერიტორია, სადაც წარმოდგენილია 7000-მდე დასახელების პროდუქტი. "ინსტა"-ს თანამშრომლები ტრენინგებს გადიან ისეთ კომპანიებში, როგორიცაა: Siemens, Phoenix Contact, Lapp Kabel, Jung, Eaton, Festo და სხვა. ჩვენთან შესაძლებელია გაეცნოთ საქართველოში არსებულ უმსხვილეს კომპანიებთან და საერთაშორისო ბრენდებთან მუშაობის გამოცდილებას.

"ინსტა"-ს გაყიდვების და მარკეტინგის დეპარტამენტი ეძებს გუნდის ახალ წევრს მარკეტინგის სპეციალისტის პოზიციაზე.

რას მოიცავს თქვენი სამუშაო?

** სოციალური მედიის სტრატეგიის შექმნაში მონაწილეობის მიღებას;
** სოციალური მედიისთვის კონტენტის შექმნას;
** Facebook-ის გვერდის ადმინისტრირებას;
** E-mail მარკეტინგის დაგეგმვას და განხორციელებას;
** სხვადასხვა მარკეტინგული ღონისძიებების დაგეგმვა/შესრულებაში მონაწილეობის მიღებას;
** სარეკლამო კამპანიების დაგეგმვაში მონაწილეობის მიღებას;
** სხვადასხვა მარკეტინგული მატერიალების შექმნაში მონაწილეობის მიღებას და შემდგომ კოორდინაციას;
** კომპანიის შიდა მარკეტინგული ღონისძიებების დაგეგმვას და ორგანიზებას;
** პარტნიორი კომპანიების მარკეტინგის დეპარტამენტთან კომუნიკაციას და ერთობლივ მარკეტინგულ აქტივობების დაგეგმვაში ჩართულობას;
** სხვა მარკეტინგული სამუშაოს შესრულებას საჭიროებისამებრ.

რა საკვალიფიკაციო ცოდნა და გამოცდილება მოგეთხოვებათ?

** უმაღლესი განათლება მარკეტინგის, საზოგადოებასთან ურთიერთობის, ბიზნეს ადმინისტრირების სფეროში;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა, სასურველია რუსული ენის ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office), "PowerPoint"- ის ცოდნა სასურველია
** კრეატიული და გონება გახსნილი ზროვნება;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** სწრაფად შესწავლის და ადაპტაციის უნარი;
** ორგანიზებულობა

ჩვენ გთავაზობთ კარიერული განვითარების და პიროვნული ზრდის საშუალებას, მეგობრულ და სტაბილურ სამუშაო გარემოს.
სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი 09:00-18:00

თუ ფიქრობთ, რომ თქვენ შესაბამისი კანდიდატი ხართ, გამოირჩევით ენთუზიაზმით, შედეგზე ორიენტირებულობით და გაქვთ ამბიცია გახდეთ დინამიური და წარმატებული კომპანიის გუნდის წევრი, გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ. მისამართზე: hr@insta.ge. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება.

კონკურსში მონაწილეობის ბოლო ვადაა 2018 წლის 30 სექტემბერი.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ვებ-გვერდს http://www.insta.ge

ველოდებით თქვენს დაინტერესებას.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე