საქმისწარმოების ოფიცერი, მთავარი ბიბლიოთეკარი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: საქმისწარმოების ოფიცერი, მთავარი ბიბლიოთეკარი
მომწოდებელი: წმინდა გიორგის უნივერსიტეტი
გამოქვეყნდა: 6 სექ / ბოლო ვადა: 6 ოქტ
"წმინდა გიორგის უნივერსიტეტი" აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციებზე:

1. საქმისწარმოების ოფიცერი

ძირითადი მოვალეობები:

** უნივერსიტეტში ერთიანი საქმისწარმოების უზრუნველყოფა;
** კორესპონდენციის მიღება, რეგისტრირება, საექსპედიციო დამუშავება, სააღრიცხვო-საცნობარო სამუშაოთა შესრულება, დანიშნულებისამებრ გადაცემა-დაგზავნა;
** შემოსული კორესპონდენციის განხილვა და ადრესატისათვის მისი გადაცემის ორგანიზება, ხელმოსაწერად წარსადგენი დოკუმენტების გაფორმების სისწორის კონტროლი;
** საქმისწარმოების ერთიანი წესისა და სხვა მოქმედი ნორმატივების შესაბამისად კორესპონდენციის დადგენილ ვადაში გაფორმებისა და დოკუმენტების კონტროლზე აყვანის ორგანიზება, შემსრულებლებისათვის მათი დროული მიწოდება, დოკუმენტების შესრულების მიმდინარეობის კონტროლი და ანალიზი, შედეგების შესახებ ცნობების განზოგადება და ხელმძღვანელობის სისტემატური ინფორმირება;
** უნივერსიტეტის საქმეთა ნაერთი ნომენკლატურის შედგენა და საქმეების ფორმირება, საქმეთა შენახვისა და დოკუმენტური ინფორმაციის ოპერატიულად გამოყენების უზრუნველყოფა;
** ინფორმაციის გაცემა განყოფილებაში შემოსული დოკუმენტების შესრულებისა და გასული კორესპონდენციის დაგზავნის მდგომარეობაზე;
** უნივერსიტეტის სტრუქტურულ ქვედანაყოფებში საქმისწარმოების ორგანიზება და მონიტორინგი მუშაობის ერთიანი წესის შესაბამისად;
** უნივერსიტეტის არქივში არსებული პირადი საქმეების ფორმირება, საარქივო ცნობების მომზადება, საარქივო დოკუმენტების დამუშავება, მათი აღრიცხვა და მონაცემთა ბაზის შექმნა;
** კონსულტაციებისა და მეთოდური დახმარების გაწევა უნივერსიტეტის სტრუქტურული დანაყოფებისათვის საერთო განყოფილების კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე;
** სტრუქტურულ ქვედანაყოფებში მიღებული დოკუმენტების შესრულების ვადების მონიტორინგი;
** სახელმწიფო დაცვაზე გადასაცემ დოკუმენტურ მასალებზე აღწერების, კატალოგების და სხვ. შექმნა და შევსება;
** დამტკიცებული ნომენკლატურის შესაბამისად უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულებში მასალების დაცვისა და საქმეების გაფორმების სისწორის შემოწმება, საქმეთა ნომენკლატურების შედგენაში მონაწილეობის მიღება;
** შესაბამისი კანონმდებლობის მიხედვით დამუშავებული საქმისწარმოებით დამთავრებული დოკუმენტური მასალების მიღება, აღრიცხვა და შენახვა.

2. მთავარი ბიბლიოთეკარი

დასაქმებულის თანამდებობა გულისხმობს მის მიერ შემდეგი სამუშაოს შესრულებას:

** წარმოადგენს სამსახურს დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებისას და პასუხისმგებელია ბიბლიოთეკაზე დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებაზე;
** ყოველწლიურად წარადგენს ანგარიშს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ, აგრეთვე ნებისმიერ დროს, უნივერსიტეტის რექტორის დავალებით ორგანიზებას უწევს წინამდებარე დებულებით უნივერსიტეტის ბიბლიოთეკისათვის დაკისრებული ფუნქციების შესრულებას;
** შეიმუშავებს საბიბლიოთეკო საქმიანობის სამუშაო გეგმებს და პერიოდულად ახდენს ანგარიშის წარდგენას მის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ;
** ახორციელებს წინამდებარე დებულებით, უნივერსიტეტის სამართლებრივი აქტებითა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს;
** უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამების, სამეცნიერო კვლევებისა და აკადემიური პერსონალის მუშაობისთვის საჭირო ლიტერატურის შესახებ ინფორმაციის მოძიება;
** უნივერსიტეტის ბიბლიოთეკისთვის საჭირო წიგნებისა და პერიოდული გამოცემების შესყიდვაზე მოთხოვნის წარდგენა ფინანსურ სამსახურისა და უნივერსიტეტის რექტორისათვის;
** თანამედროვე ლიტერატურის შესახებ ინფორმაციის მოძიება ბიბლიოთეკის ფონდების შევსების მიზნით;
** კატალოგის სრულფასოვნად შევსებასა და საბიბლიოთეკო წესების დაცვაზე მონიტორინგი;
** სხვა ბიბლიოთეკებთან და საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებთან თანამშრომლობის ხელშეწყობა;
** უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის მკითხველთა მოთხოვნების შესწავლა-ანალიზი;
** უზრუნველყოს ფონდის პერიოდულ რეინვენტარიზაცია ელექტრონულ კატალოგში, წიგნადი და სხვა ტიპის მასალების მოსახერხებელი განლაგება მკითხველებისთვის;
** მკითხველისათვის მშვიდი და კომფორტული გარემოს შესაქმნელად უზრუნველყოს ბიბლიოთეკის სივრცის ეფექტური მოწყობა;
** განახორციელოს საბიბლიოთეკო ფონდებში ამორტიზირებული ან გამოუყენებელი რესურსების (დოკუმენტების) ჩამოწერა და დაკარგული ეგზემპლარის ჩანაცვლება, შესაბამისი ერთეულით, საბიბლიოთეკო წესების საფუძველზე.

გთხოვთ , დაინტერესებულმა პირებმა გადმოაგზავნეთ თქვენი cv შემდეგ ელ. მისამართზე: jobs@stgeorge.ge. საგნის ველში პოზიციის მითითება სავალდებულოა.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე