კიბერ უსაფრთხოების სამსახ. ხელმძღვანელი, მთ. სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: კიბერ უსაფრთხოების სამსახ. ხელმძღვანელი, მთ. სპეციალისტი
მომწოდებელი: წმინდა გიორგის უნივერსიტეტი
გამოქვეყნდა: 6 სექ / ბოლო ვადა: 6 ოქტ
"წმინდა გიორგის უნივერსიტეტი" აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციებზე:

1. კიბერ უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი

დასაქმებულის თანამდებობა გულისხმობს მის მიერ შემდეგი სამუშაოს შესრულებას:

** ხელმძღვანელობს და წარმართავს სამსახურის საქმიანობას;
** განსაზღვრავს სამსახურის საქმიანობის პრიორიტეტებს;
** წარმოადგენს სამსახურს დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებისას და პასუხისმგებელია სამსახურზე დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებაზე;
** ანაწილებს მოვალეობებს სამსახურის თანამშრომლებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს;
** ზედამხედველობს სამსახურის თანამშრომლების სამსახურებრივი მოვალეობების ჯეროვან შესრულებას;
** უფლებამოსილების ფარგლებში ხელს აწერს სამსახურში მომზადებულ დოკუმენტებს;
** უნივერსიტეტის რექტორს წარუდგენს სამსახურის მიერ გაწეული საქმიანობის მიმდინარე და წლიურ ანგარიშებს;
** ორგანიზებას უწევს ამ დებულებით სამსახურისათვის დაკისრებული ფუნქციების შესრულებას, რისთვისაც წარუდგენს უნივერსიტეტის რექტორს წინადადებებს ცალკეული საკითხების მოწესრიგებისა და გადაწყვეტის მიზნით;
** შუამდგომლობს იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფაზე, რაც აუცილებელია სამსახურის წინაშე მდგარი ფუნქციებისა და ამოცანების შესასრულებლად;
** შუამდგომლობს სამსახურის თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების თაობაზე;
** გეგმავს სამსახურის მუშაობას, უზრუნველყოფს მუშაობის სტილისა და მეთოდების სრულყოფას, უზრუნველყოფს შრომის აუცილებელი პირობების შექმნას;
** უზრუნველყოფს სამსახურის საქმიანობაში კანონიერებისა და კონფიდენციალურობის დაცვას კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში;
** დადგენილი წესის მიხედვით იხილავს კორესპონდენციას და კომპეტენციის ფარგლებში იღებს გადაწყვეტილებებს, ხელს აწერს ინფორმაციული ხასიათის წერილებს საკითხებზე, რომლებიც შედიან სამსახურის საქმიანობის სფეროში;
** პასუხისმგებელია სამსახურის თანამშრომლების მიერ შრომითი დისციპლინის დაცვაზე;
** ადგენს სამსახურის თანამშრომელთა მიერ შვებულებების გამოყენების რიგითობას;
** იხილავს და კომპეტენციის ფარგლებში ახდენს უნივერსიტეტის სამართლებრივი აქტების, ხელშეკრულებებისა და სხვა დოკუმენტების პროექტების ვიზირებას;
** უფლებამოსილია უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას განსახილველად წარუდგინოს წინადადება თანამშრომლების შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის, წახალისების და დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
** ახორციელებს ამ დებულებით, უნივერსიტეტის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტებითა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

1. კიბერ უსაფრთხოების სამსახურის მთავარი სპეციალისტი

** დასაქმებულის ძირითადი სამუშაო ადგილია: თბილისი, ვეფხისტყაოსნის ქ. 92 , ასევე დამსაქმებლის კუთვნილი სხვა შენობა-ნაგებობები სადაც დამსაქმებლის ინტერესებიდან გამომდინარე ხორციელდება/უნდა განხორციელდეს შესაბამისი საქმიანობა.
** დამსაქმებელი სამუშაოს ინტერესებიდან გამომდინარე, დასაქმებულის მივლინების საჭიროებისას, უფლებამოსილია ცალმხრივად მიიღოს გადაწყვეტილება დასაქმებულის ძირითადი სამუშაო ადგილის დროებით შეცვლის თაობაზე მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

სპეციალისტი სამსახურის ხელმძღვანელის უშუალო მითითებით ახორციელებს სამსახურის დებულებით დადგენილ ფუნქციებსა და ამოცანებს.

გთხოვთ , დაინტერესებულმა პირებმა გადმოაგზავნეთ თქვენი CV ელ. მისამართზე: jobs@stgeorge.ge. საგნის ველში პოზიციის მითითება სავალდებულოა.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე