დაცვისა და უსაფრთხ. სამსახურის ხელმძღვანელი, დაცვის ოფიცერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: დაცვისა და უსაფრთხ. სამსახურის ხელმძღვანელი, დაცვის ოფიცერი
მომწოდებელი: წმინდა გიორგის უნივერსიტეტი
გამოქვეყნდა: 6 სექ / ბოლო ვადა: 6 ოქტ
"წმინდა გიორგის უნივერსიტეტი" აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციებზე:

1. დაცვისა და უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი.

დასაქმებულის თანამდებობა გულისხმობს მის მიერ შემდეგი სამუშაოს შესრულებას:

** შეიმუშავებს უნივერსიტეტის დაცვის უზრუნველყოფისთვის აუცილებელ სამუშაოებს და მათი განხორციელების მექანიზმებს;
** თავისი კომპეტენციის ფარგლებში ორგანიზებას უკეთებს ოპერატიულ თათბირებზე განსახილველი საკითხების მომზადება-განხილვას;
** კოორდინაციას უწევს და წარმართავს დაცვის და უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობას და ხელს უწყობს სამსახურის ეფექტურ მუშაობას;
** თავისი კომპეტენციის ფარგლებში, საჭიროების შემთხვევაში ატარებს სამსახურეობრივ მოკვლევას;
** უნივერსიტეტის რექტორთან შეთანხმებით უზრუნველყოფს დაცვისა და უსაფრთხოების სამსახურის შეთანხმებულ და კოორდინირებულ მუშაობას ქვეყნის სამართალდამცავ ორგანოებთან;
** დაცვის და უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობის გაუმჯობესების მიზნით წარუდგენს უნივერსიტეტის რექტორს წინადადებებს.

2. დაცვის ოფიცერი

დასაქმებულის თანამდებობა გულისხმობს მის მიერ შემდეგი სამუშაოს შესრულებას:

** სამსახურის უფროსთან შეთანხმებული სქემის შესაბამისად განახორციელონ დღის განმავლობაში ობიექტების შემოვლა-შემოწმება და მისი კონტროლი;
** დროულად გამოავლინონ და აღკვეთონ დაცვისა და უსაფრთხოების სამსახურში არსებული ანდა შესაძლო ხარვეზები;
** ხანძარსაწინააღმდეგო ინვენტარის, კერძოდ, სახანძრო ონკანების, ცეცხლმაქრების და სხვა ხანძარსაწინააღმდეგო საშუალებების მუდმივად გამართულ მდგომარეობაში ქონა;
** სახანძრო უსაფრთხოების კუთხით საქართველოს კანონმდებლობით დაკისრებული სხვა ფუნქციების განხორციელება;
** დაცვის ტექნიკური საშუალებების: ვიდეო მეთვალყურეობის და სიგნალიზაციის სისტემების მონტაჟი/დემონტაჟი;
** დაცვის ტექნიკური საშუალებების სწორ ექსპლუატაციაზე ზედამხედველობა;
** უსაფრთხოების მიზნით უნივერსიტეტის ობიექტების გარე და შიდა განათების ნორმალურ მუშაობაზე კონტროლი და ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში დროული რეაგირება.
სამსახურის უფროსის სხვა მითითებების შესრულება.
** განუწყვეტლივ იმყოფებოდეს უნივერსიტეტის შენობაში, ყურადღებით, აკონტროლოს კორპუსი, ელექტრო დამცავი და სახანძრო სიგნალიზაციის მუშაობა, კარგად იცოდეს კორპუსში აუდიტორიებისა და კაბინეტების განლაგება და თავისებურებანი.
** დაიცვას უნივერსიტეტის ქონება დაზიანებისაგან, გაძარცვისაგან, ხანძრისაგან ან სხვაგვარი საფრთხისაგან;
** სამსახურში ყოფნისას დაიცვას შინაგანაწესი, ეთიკის ნორმების შესაბამისად მოიქცეს უნივერსიტეტის პერსონალთან, სტუდენტებთან და უნივერსიტეტში სტუმრად მოსულ პირებთან ურთიერთობაში;
** უნივერსიტეტში შინაგანაწესის შესაბამისად აღკვეთოს ნებისმიერი დარღვევა, მათ შორის, კორპუსში ალკოჰოლური სასმელების შემოტანა, თამბაქოს მოწევა, აზარტული თამაშები, არ დაუშვას საკანონმდებლო ბრუნვიდან ამოღებული ნივთების შემოტანა.
** მკაცრად დაიცვას და სხვასაც მოსთხოვოს დაიცვას სახანძრო უსაფრთხოების წესები, რომლებიც გამორიცხავენ ხანძრებისა და აალების შემთხვევებს;
** სამუშაო საათების დასრულების შემდეგ, შესაბამის უფლებამოსილ პირთან ერთად შეამოწმოს უნივერსიტეტის შენობა, დარწმუნდეს კორპუსის დაცულობაში, სიგნალიზაციის გამართულ მუშაობაში და ჩაიბაროს კორპუსი;
** საჭიროების შემთხვევაში მოქალაქეებს აღმოუჩინოს გადაუდებელი პირველადი დახმარება;
** დანაშაულებრივი ფაქტების აღმოჩენის, კონფლიქტური სიტუაციების ან სხვა გართულებების შემთხვევაში მყისიერად აცნობოს უსაფრთხოების სამსახურს;
** შეასრულოს ხელმძღვანელობის სხვა მითითებები.

გთხოვთ , დაინტერესებულმა პირებმა გადმოაგზავნეთ თქვენი CV ელ. მისამართზე: jobs@stgeorge.ge. საგნის ველში პოზიციის მითითება სავალდებულოა.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე