მატერიალურ-ტექნიკური რესურსების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: მატერიალურ-ტექნიკური რესურსების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი
მომწოდებელი: წმინდა გიორგის უნივერსიტეტი
გამოქვეყნდა: 6 სექ / ბოლო ვადა: 6 ოქტ
"წმინდა გიორგის უნივერსიტეტი" აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციაზე: მატერიალურ-ტექნიკური რესურსების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი.

დასაქმებულის თანამდებობა გულისხმობს მის მიერ შემდეგი სამუშაოს შესრულებას:

** უნივერსიტეტში სათანადო მატერიალურ-ტექნიკური პირობების შექმნას და ბალანსზე რიცხული მატერიალური ფასეულობების მონიტორინგს;
** უნივერსიტეტის პერსონალის სამუშაო პირობების გაუმჯობესებისა და სრულყოფის საკითხების შესწავლას და შესაბამისი წინადადებების წარდგენას რექტორთან;
** უზრუნველყოფს უნივერსიტეტის სასაქონლო-მატერიალური მარაგების მართვას;
** უნივერსიტეტის შენობის კომუნალურ-სამეურნეო მომსახურების ორგანიზაციას;
** უნივერსიტეტის შენობის მიმდინარე და კაპიტალური შეკეთების კოორდინაციასა და ზედამხედველობას;
** უნივერსიტეტის შენობაში ხანძარსაწინააღმდეგო წესების დაცვას, ინვენტარის და ტექნიკური საშუალებების პერიოდულად განახლებას;
** უნივერსიტეტის სასწავლო და ადმინისტრაციული სტრუქტურების მოთხოვნის საფუძველზე, მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის მოთხოვნების სავარაუდო მოცულობების განსაზღვრას და მის წარდგენას რექტორთან;
** უნივერსიტეტის მიერ შესყიდული საქონლის, მომსახურებისა და სამუშაოების მონიტორინგის უზრუნველყოფას;
** უნივერსიტეტის საქმიანობაში თანამედროვე საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დანერგვასა და ინფორმაციული ტექნოლოგიების და კომუნიკაციების საშუალებით მისი გამართული ფუნქციონირების ხელშეწყობას;
** თავისი კომპეტენციის ფარგლებში, უნივერსიტეტის საკუთრებაში და სარგებლობაში არსებული კომპიუტერული ტექნიკის და ტექნოლოგიების რეგისტრაცია-აღრიცხვას, ოპტიმალურ განაწილებას, მონიტორინგსა და სტაბილური ფუნქციონირების უზრუნველყოფას;
** ანაწილებს მოვალეობებს სამსახურის თანამშრომლებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს;
** ახორციელებს სამსახურის თანამშრომელთა საქმიანობის სამსახურებრივ ზედამხედველობას;
** თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს სხვა ფუნქციებსა და დავალებებს;
** პასუხისმგებელია სამსახურის თანამშრომლების მიერ უნივერსიტეტის შინაგანაწესის დაცვაზე, ძირითადი ფუნქციების, მოვალეობებისა და რექტორის მიერ მიღებული დავალებების შესრულებაზე;
** უნივერსიტეტის მიზნებიდან და ამოცანებიდან გამომდინარე, ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს და რექტორის ცალკეულ დავალებებს.

გთხოვთ , დაინტერესებულმა პირებმა გადმოაგზავნეთ თქვენი CV ელ. მისამართზე: jobs@stgeorge.ge. საგნის ველში პოზიციის მითითება სავალდებულოა.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე