მარკეტინგის სამსახურის ხელმძღვანელი, მარკეტინგის ოფიცერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: მარკეტინგის სამსახურის ხელმძღვანელი, მარკეტინგის ოფიცერი
მომწოდებელი: წმინდა გიორგის უნივერსიტეტი
გამოქვეყნდა: 6 სექ / ბოლო ვადა: 6 ოქტ
"წმინდა გიორგის უნივერსიტეტი" აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციებზე:

1. მარკეტინგის სამსახურის ხელმძღვანელი

დასაქმებულის თანამდებობა გულისხმობს მის მიერ შემდეგი სამუშაოს შესრულებას:

** ხელმძღვანელობს და წარმართავს სამსახურის საქმიანობას;
** წარმოადგენს სამსახურს დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებისას და პასუხისმგებელია სამსახურზე დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებაზე;
** უფლებამოსილების ფარგლებში ხელს აწერს სამსახურში მომზადებულ დოკუმენტებს;
** სასწავლო უნივერსიტეტის რექტორს წარუდგენს სამსახურის მიერ გაწეული საქმიანობის მიმდინარე და წლიურ ანგარიშებს;
** ორგანიზებას უწევს ამ დებულებით სამსახურისათვის დაკისრებული ფუნქციების შესრულებას, რისთვისაც წარუდგენს უნივერსიტეტის რექტორს წინადადებებს ცალკეული საკითხების მოწესრიგებისა და გადაწყვეტის მიზნით;
** შუამდგომლობს იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფაზე, რაც აუცილებელია სამსახურის წინაშე მდგარი ფუნქციებისა და ამოცანების შესასრულებლად;
** გეგმავს სამსახურის მუშაობას, უზრუნველყოფს მუშაობის სტილისა და მეთოდების სრულყოფას, უზრუნველყოფს შრომის აუცილებელი პირობების შექმნას;
** უზრუნველყოფს სამსახურის საქმიანობაში კანონიერებისა და კონფიდენციალურობის დაცვას კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში;
** დადგენილი წესის მიხედვით იხილავს კორესპონდენციას და კომპეტენციის ფარგლებში იღებს გადაწყვეტილებებს, ხელს აწერს ინფორმაციული ხასიათის წერილებს საკითხებზე, რომლებიც შედიან სამსახურის საქმიანობის სფეროში;
** იხილავს და კომპეტენციის ფარგლებში ახდენს უნივერსიტეტის სამართლებრივი აქტების, ხელშეკრულებებისა და სხვა დოკუმენტების პროექტების ვიზირებას;
** უნივერსიტეტის მარკეტინგული სტრატეგიის შექმნა და განხორციელების ხელმძღვანელობა;
** უნივერსიტეტის მისიისა და ხედვაზე დაფუძნებით უნივერსიტეტის ბრენდის შექმნა, რექტორის ზედამხედველობით;
** სამიზნე აუდიტორიასთან ურთიერთობის ჩამოყალიბება და განვითარება;
** მარკეტინგული გეგმების, რეკლამირების, პირდაპირი მარკეტინგის და კამპანიების შესრულების ხელმძღვანელობა;
** დეპარტამენტებთან და კვლევით ცენტრებთან მუდმივი კომუნიკაცია სიახლეებზე;
** სამსახურისთვის გამოყოფილი ბიუჯეტის განკარგვა;
** სამსახურისთვის საჭირო ბიუჯეტის დაგეგმვაში მონაწილეობის მიღება ყოველწლიურად;
** მარკეტინგული კამპანიების წარმოების ხელმძღვანელობა;
** მარკეტინგული კამპანიების შედეგების გაზომვის ხელმძღვანელობა;
** უნივერსიტეტზე ადამიანების შეხედულების გამოკვლევის ხელმძღვანელობა და შედეგების მიხედვით მის გასავითარებლად სტრატეგიის შემუშავება;
** მარკეტინგული მასალების შექმნის ხელმძღვანელობა;
** დიზაინერული საქმიანობის ზედამხედველობა;
** რექტორისთვის ყოველთვიური მოხსენების გაგზავნა იმაზე, თუ რა განხორციელდა კონკრეტულ თვეში და რა შედეგს აღწევს ეს სამსახური უნივერისტეტის პოპულარობის გაზრდაში;
** ყოველწლიური მარკეტინგული შიდა საუნივერსიტეტო კონფერენციის მოწყობა პერსონალისთვის მარკეტინგული შედეგების გასაცნობად;
** პრეზენტაციების მოწყობა უნივერსიტეტის სხვადასხვა საქმიანობაზე და მათი მოწყობის ზედამხედველობა ყველა იმ შემთხვევაში, როცა თვითონ არ წარმოადგენს;
** სკოლებთან შეხვედრების მოწყობა და მშობლებთან/მოსწავლეებთან შეხვედრების ორგანიზება, ზედამხედველობა და ხელმძღვანელობა;
** უნივერისტეტის კვლევითი საქმიანობის პოპულარიზაცია და კლიენტების მოზიდვა კვლევის ჩატარებაზე;
** ახორციელებს ამ დებულებით, უნივერსიტეტის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტებითა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

2. მარკეტინგის ოფიცერი

** დასაქმებულის თანამდებობა გულისხმობს მის მიერ შემდეგი სამუშაოს შესრულებას:
** სოციალურ ქსელში ინფორმაციის ატვირთვა და განახლება;
** ახალი ციფრული და მატერიალური მარკეტინგული მასალის შექმნა - ბროშურები, პოსტერები, ფლაიერები, ა.შ;
** პრეზენტაციების მოწყობა უნივერსიტეტის სხვადასხვა საქმიანობაზე - კვლევა, პროგრამები, სწავლების მეთოდი, სერვისები, ა.შ და მათი წარდგენა სხვადასხვა ივენთებზე, შეხვედრებსა და კონფერენციებზე;
** პოტენციური სტუდენტებისთვის გზამკვლევების შექმნა პროგრამებისთვის;
** პოტენციური აკადემიური და სამეცნიერო პერსონალისთვის გზამკვლევის შექმნა;
** უნივერსიტეტის მიერ შექმნილი სხვადასხვა პროდუქტისთვის მარკეტინგული კამპანიის წარმოება - კვლევა, სწავლება, სტუდენტური პროექტები, კვლევის განხორციელება;
** მარკეტინგული სტრატეგიის განხორციელება, სადაც უმთავრესი მიზანი იქნება უნივერისტეტის პროგრამების პოპულარიზაცია და ამისთვის მიეწყობა შეხვედრები სკოლებთან;
** მარკეტინგული სტრატეგიის შექმნის/განვითარების პროცესში მონაწილეობის მიღება;
** რეკლამების შექმნა/წარმოება სხვადასხვა სივრცეში (მედია, სოციალური მედია, საიტები);
** არსებული ფიზიკური მარკეტინგული მასალის რაოდენობის მონიტორინგი და ახლის შეკვეთა;
** მარკეტინგული მასალის გადახედვა/გასწორება/გამართვა - გრამატიკულად;
** გამოფენებზე მონაწილეობის მიღება და უნივერისტეტის წარმოდგენა; საგარეო საქმეთა სამსახურის დახმარება - მარკეტინგული კუთხით -ივენთების და კონფერენციების მოწყობისას;
** მარკეტინგული კვლევის წარმოება - უნივერსიტეტის ცნობადობა, რომელი მარკეტინგული აქტივობა არის უფრო სასარგებლო, აშ;
** კონკურენციის ანალიზის წარმოება - ვინ არიან კონკურენტი;
** უნივერსიტეტები და მარკეტინგული კუთხით უნივერისტეტის უკეთ წარმოჩენის სტრატეგიის შექმნაში მონაწილეობის მიღება;
** მოსწავლეებთან და მშობლებთან საინფორმაციო შეხვედრების ორგანიზება და წაყვანა, სადაც გააცნობს მათ იმ უპირატესობებს რაც უნივერისტეტს აქვს და რა წარმატებას მიაღწევენ მოსწავლეები თუ აქ ჩააბარებენ;
** უნივერისტეტის კვლევითი საქმიანობის პოპულარიზაციასა და
** კლიენტების მოზიდვაში კვლევის ჩატარებაზე მონაწილეობის მიღება;

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გადმოაგზავნეთ თქვენი CV ელ. მისამართზე: jobs@stgeorge.ge. საგნის ველში პოზიციის მითითება სავალდებულოა.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე