ინსტალატორი - ფოთი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ინსტალატორი - ფოთი
მომწოდებელი: სერვის ნეტ გრუპი
გამოქვეყნდა: 6 სექ / ბოლო ვადა: 19 სექ
შპს " სერვის ნეტ გრუპი" აცხადებს ვაკანსიას ინსტალატორის პოზიციაზე ფოთში.

სამუშაოს აღწერილობა:

** ყველა ტიპის საინსტალაციო სამუშაოების შესრულება;
** აბონენტებთან შიდა ქსელის დაზიანებების დროული აღმოფხვრა;
** აბონენტთან შიდა ქსელის დაგეგმარება,მონტაჟი, რეკონსტრუქცია;
** კომპანიის მოწყობილობების მონტაჟი და გამართვა;
** სამუშაო პროცესში ოპტიკური ქსელის მონტაჟისთვის განკუთვნილი ხელსაწყოების ნორმების შესაბამისად გამოყენება, შემდგომი გამოყენებისთვის გამართულ მდგომარეობაში შენახვა;
** მიწოდებული სერვისის ინსტრუქტაჟი;
** აბონენტთან ხელშეკრულების გაფორმება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები/აუცილებელი უნარები

** სასურველია ტექნიკური განათლება( სატელეკომუნიკაციო მიმართულებით);
** სასურველია მსგავს პოზიციაზე ან/და სატელეკომუნიკაციო სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** კომპიუტერული ტექნიკის,ოპერაციული სისტემების და ქსელების საფუძვლიანი ცოდნა;
** ა/მანქანის მართვის მოწმობა/გამოცდილება;
** ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი;
** სახელმწიფო ენის ფლობა;
** დისციპლინირებულობა/კომუნიკაბელურობა;
** პასუხისმგებლობა/ორგანიზებულობა;
** გუნდში მუშაობის უნარი;
** პროფესიული განვითარებისკენ სწრაფვა

დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონული ფოსტის მისამართზე: cv@servicenetgroup.ge 2018 წლის 19 სექტემბრის ჩათვლით. ელექტრონული წერილის თემის ველში(Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება და ქალაქი. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა ვერ განიხილება. პარალელურ რეჟიმში მოხდება შემოსული რეზიუმეების განხილვა.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე