ტრენინგი - შრომის უსაფრთხოება და ჯანმრთელობის დაცვა
 
ყველა ტრენინგი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ტრენინგი - შრომის უსაფრთხოება და ჯანმრთელობის დაცვა
მომწოდებელი: შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი
გამოქვეყნდა: 6 სექ / ბოლო ვადა: 24 სექ
შრომის უსაფრთხოება და ჯანმრთელობის დაცვა

ტრენინგის შესახებ:

შრომის უსაფრთხოება და ორგანიზაციაში დასაქმებული პირების ჯანმრთელობის დაცვა ნებისმიერი საწარმოს პრეროგატივა უნდა იყოს. ტრენინგი ემსახურება კომპანიის ხელმძღვანელ პირებისათვის ცნობიერების დონის ამაღლებასა და გაცნობას თუ რა საფრთხეებს შეიცავს ის პროფესია, რომელსაც თითოეული თანამშრომელი ასრულებს. მოხდეს რისკების შეფასება, უბედური შემთხვევების ფაქტორების გამოვლენა და მათი პრევენცია.

ტრენინგის მიზანი:

ნებისმიერ საწარმოში ჩამოყალიბდეს პროფესიული უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის პრევენციული პოლიტიკის სისტემური მიდგომა, შიდა მარეგულირებელი დოკუმენტების შემუშავების ხელშეწყობა. მოხდება რეალური ქეისების განხილვა და მათზე დაყრდნობით პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება.

ტრენინგი განკუთვნილია: საწარმოს ტექნიკური დირექტორებისათვის, იურისტები, ადამიანური რესურსების მენეჯერები, HSE მენეჯერები და სხვა საშუალო დონის წარმომადგენლები.

თემატიკა:

** ჯანმრთელობისა და პროფესიული უსაფრთხოების პოლიტიკა სამუშაოზე;
** ჯანმრთელობისა და პროფესიული უსაფრთხოების მართვის პრევენცია;
** შემთხვევების პრევენცია და ანგარიშგება
** დასაქმებულთა მოტივაცია: ლიდერობა და ხელმძღვანელობა;
** სამუშაოს წარმოების ნებართვები;
** პერსონალური (ინდივიდუალური) დამცავი საშუალებები;
** უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის სიგნალიზაცია;
** პირველადი სამედიცინო გადაუდებელი დახმარება;
** შიდა საწარმოო საევაკუაციო გეგმა;
** ერგონომიკა;
** საშიში ნივთიერებები;
** სპეციალური სამუშაოები;
** ხანძარი და აფეთქება;
** დახურული სივრცე;
** ინსტრუმენტები, მანქანები და მოწყობილობები;
** ამძრავი, აწევა და ტვირთის გადატანა;
** სიმაღლეზე მუშაობა;
** ელექტროობა;
** რადიაცია;
** ადამიანის კუნთოვანი კვანძების დარღვევა და მათი პრევენცია;
** ნარკოტიკული და ალკოჰოლური თრობის პრევენცია ადგილებზე და დასაქმებულთა ცნობიერების ამაღლება;
** ძალადობა და სექსუალური ზემოქმედება სამუშაო ადგილებზე.

ტრენერი: მიხეილ კორძახია

საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი, შრომის სამართლისა და სამუშაოზე პროფესიული უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის ექსპერტი.

ტრენინგის ხანგრძლივობა: 18 სთ.
ტრენინგის ღირებულება: 420 ლარი (თანხის გადახდა შესაძლებელია ორ ნაწილად: პირველი ნაწილი - ტრენინგის დაწყებამდე, მეორე ნაწილი - ტრენინგის დასრულებამდე ერთი)
ტრენინგის დაწყების თარიღი: 24 სექტემბერი
განაცხადის შეტანის ბოლო ვადა: 24 სექტემბერი, დღის 12:00 საათამდე
ტრენინგი ტარდება კვირაში სამჯერ: ორშაბათი/ოთხშაბათი/ხუთშაბათი: 19:00 სთ.
სასწავლო მასალები უფასოა, შედის სწავლის ღირებულებაში.

კურსის გავლის შემთხვევაში თქვენ მიიღებთ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ორენოვან სერტიფიკატს, ქართულ და ინგლისურ ენაზე.

პროგრამაზე გათვალისწინებულია შემდეგი სახის ფასდაკლებები:

** 25%-იანი ფასდაკლება ტრენინგ ცენტრის კურსდამთავრებულთათვის
** 15%-იანი ფასდაკლება ერთი ორგანიზაციიდან ორი ან ორზე მეტი თანამშრომლისთვის
** 15%-იანი ფასდაკლება მეგობრებისა და ოჯახის წევრებისთვის.

დარეგისტრირდი აქ: https://trainings.ibsu.edu.ge/registration/

"IBSU Training Center"
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი
დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-13 კმ, N2,
თბილისი 0131
ტელ.: 2 59 50 05/06 (120)
მობ.: (+995) 558 000 518
ელფოსტა: training@ibsu.edu.ge
http://www.trainings.ibsu.edu.ge/
https://www.facebook.com/IBSUTrainingCenter2011/
 
ყველა ტრენინგი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე