სავაჭრო წარმომადგენელი/დისტრიბუტორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: სავაჭრო წარმომადგენელი/დისტრიბუტორი
მომწოდებელი: დიპლომატ ჯორჯია
გამოქვეყნდა: 5 სექ / ბოლო ვადა: 5 ოქტ
შპს "დიპლომატ ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას სავაჭრო წარმომადგენლის (დისტრიბუტორის) პოზიციაზე.

დიპლომატი საერთაშორისო სადისტრიბუციო კომპანიაა, რომელიც წარმოადგენს მსოფლიოს პრემიუმ კლასის კომპანიების წამყვან ბრენდებს მსოფლიოს ხუთ ქვეყანაში. დიპლომატი საქართველოში საქმიანობას ეწევა 2008 წლიდან და წარმოადგენს ქვეყანაში წამყვან სადისტრიბუციო კომპანიას, რომელიც ახორციელებს საერთაშორისო კომპანიების P&G-ის და Nestle-ს სამომხმარებლო და კვების პროდუქტების დისტრიბუციას საქართველოში.

მოვალეობები:

** კლიენტებთან ვიზიტი განსაზღვრული მარშრუტის მიხედვით, შეკვეთების აღება და მათთვის პროდუქციის ადგილზე მიწოდება;
** არსებულ და პოტენციურ კლიენტებთან ურთიერთობების დამყარება/შენარჩუნება;
** ახალი კლიენტების მოძიება;

მინიმალური მოთხოვნები:

** შრომისმოყვარე, ენერგიული;
** გამოხატული კომუნიკაბელური თვისებები;
** ორგანიზაციული და პრობლემების გადაჭრის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დაძაბულ გარემოში მუშაობის უნარი;
** სასურველია სამუშაო გამოცდილება იგივე სფეროში - მინიმუმ 1 წელი;
** სასურველია ავტომანქანის მართვის მოწმობა B,C კატეგორია

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ შეავსეთ განაცხადის ფორმა, ან გამოაგზავნეთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: Vacancy@diplomat.ge და გთხოვთ, პოზიციის სახელწოდება მიუთითეთ მეილის სათაურში.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე