დაცვის თანამშრომელი - საგარეჯო
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: დაცვის თანამშრომელი - საგარეჯო
მომწოდებელი: ჯეო ჰოსპიტალსი
გამოქვეყნდა: 5 სექ / ბოლო ვადა: 28 სექ
სამედიცინო კლინიკების ქსელი შპს "ჯეო ჰოსპიტალს"-ი აცხადებს ვაკანსიას დაცვის თანამშრომლის თანამდებობაზე.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: საგარეჯო, შპს "ჯეო ჰოსპიტალს"-ის საგარეჯოს მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი
სამუშაო გრაფიკი: 24 საათიანი მორიგეობა

ფუნქცია-მოვალეობები:

** ყურადღებით დაიცვას დაცვის ქვეშ არსებული ქონება, არ დაუშვას უცხო პირთა შეღწევა, გამოიჩინოს საზრიანობა და მოხერხებულობა;
** ცვლაში ყოფნის დროს გააკონტროლოს ობიექტზე არსებული მდგომარეობა, განახორციელოს სისტემატიური შემოვლები დასაცავი ობიექტის გარშემო მთელი დღე-ღამის განმავლობაში;
** ობიექტებზე არსებული კლიენტთა მომსახურების სამსახურის უფროსების/სერვის მენეჯერების და ასევე მოლარე-რეგისტრატორების მხარდაჭერა და მათთან თანამშრომლობა;
** პაციენტებთან და მათ მნახველებთან პრობლემური და კონფლიქტური სიტუაციების დარეგულირება და მართვა, მათთან მშვიდი, გაწონასწორებული და კორექტული ურთიერთობების დამყარება;
** რეგისტრატურაში პაციენტთა რიგების წესრიგის ხელშეწყობა, დარეგულირება;
** ობიექტზე მომუშავე პერსონალთან მშვიდი, გაწონასწორებული და კოლეგიალური ურთიერთობა;
** სწრაფი რეაგირების მოხდენა მატერიალური ფასეულობების ნებით და უნებლიედ დაზიანების შემთხვევაში;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უპირატესობა მიენიჭება მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილებას
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, ორგანიზებულობა, დეტალებზე ორიენტირებულობა, სისხარტე და ოპერატიულობა, გუნდური მუშაობის, კომუნიკაბელურობის და დაძაბულ სიტუაციაში დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღების უნარი

დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა http://gh.ge/ka/application-form/ ან გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@gh.ge

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 28 სექტემბერი, 2018 წ.

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "საგარეჯო - დაცვა".

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე