წარმოების ხელმძღვანელი/ტექნოლოგი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: წარმოების ხელმძღვანელი/ტექნოლოგი
მომწოდებელი: ლიტვური საცხობი
გამოქვეყნდა: 4 სექ / ბოლო ვადა: 4 ოქტ
შპს "ლიტვური საცხობი +" პირველი კომპანიაა საქართველოში, რომელიც აწარმოებს ლიტვური რეცეპტურითა და ტექნოლოგიით დამზადებული პროდუქტის ფართო ასორტიმენტს.

კომპანია დაარსდა 2005 წელს და ამ პერიოდიდან ქართველ მომხმარებელს სთავაზობს დაბალ კალორიულ, 100 პროცენტით ნატურალური და ჯანმრთელი ინგრედიენტებისგან დამზადებულ პურსა და პურის პროდუქტებს. ჩვენი მიზანია მომხმარებელს ვაგრძნობინოთ ლიტვურ ტრადიციულ და გამოცდილ ტექნოლოგიებზე დამზადებული პროდუქტის ჯანსაღი მარგებლობა. დასაქმების შემთხვევაში კომპანია გთავაზობთ კომფორტულ სამუშაო გარემოს, თანამშრომელთა მეგობრულ წრესა და პროფესიული განვითარების პერსპექტივას.

ამჟამად "ლიტვური საცხობი+" აცხადებს ვაკანსიას წარმოების ხელმძღვანელის/ტექნოლოგის პოზიციაზე.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გაითვალისწინოთ შემდეგი ინფორმაცია:

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება კვების ინდუსტრიის მიმართულებით;
** ამ მიმართულებით მუშაობის 5 წლიანი გამოცდილება;
** გამართულად კომუნიკაციის უნარი ქართულ, რუსულ ან ინგლისურ ენებზე;

აუცილებელი პიროვნული თვისებები და უნარები:

** ეფექტური დროის მენეჯმენტი, მოწესრიგებულობა და ორგანიზების კარგი უნარი;
** პასუხისმგებლობა დაკისრებული ვალდებულებების მიმართ;
** განვითარებაზე და შედეგებზე ორიენტირებული, პროგრესულად მოაზროვნე;
** ორგანიზებულობა, შრომისმოყვარეობა, კომუნიკაბელურობა;
** დამოუკიდებლად მუშაობის და გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
** სოციალურად გახსნილი და კოლეგიალური;
** სიახლეების ათვისების უნარი;

ძირითადი მოვალეობები:

** უშუალო ხელმძღვანელი მითითებები შესრულება;
** რეგულარული ანგარიშგება ხელმძღვანელი პირის წინაშე მიღწეული პროგრესის, ცვლილებების, წარმოშობილი პრობლემების და/ან სამოქმედო გეგმის შესრულების შესახებ.
** სამუშაო სპეციფიკა შეთანხმდება გასაუბრებაზე.

სამუშაო პირობები:

ანაზღაურება - 1000 (ათასი) ლარი
სამუშაო ადგილი - თბილისი

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ ელ ფოსტის მისამართზე litvuri@gmail.com თქვენი რეზიუმე. სათაურის ველში მიუთითეთ პოზიცია, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

კითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით: 591 945 975.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე