კომერციული მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: კომერციული მენეჯერი
მომწოდებელი: ლიტვური საცხობი
გამოქვეყნდა: 4 სექ / ბოლო ვადა: 4 ოქტ
კომპანია შპს "ლიტვური საცხობი +" აცხადებს ვაკანსიას კომერციული მენეჯერის თანამდებობაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** ბაზრის კვლევა, მომხმარებლის მოთხოვნებზე და მომწოდებლის სიახლეებზე დაკვირვება.
** მიღებული ინფორმაციის მიხედვით, ასორტიმენტის გაზრდისა და ახალი პროდუქტების დამატების ინიცირება.
** საკუთარი კატეგორიის მომგებიანობის და ლიკვიდურობის ასამაღლებლად სხვადასხვა ღონისძიების დაგეგმვის ინიცირება.
** კომპანიის საჭიროებიდან გამომდინარე და საკუთარი საქმიანობის ეფექტიანობის ამაღლების მიზნით, კომპეტენციის ფარგლებში, მსგავსი სამუშაოების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** სასურველია ავტომანქანის ფლობა;
** აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** აუცილებელია ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა;
** ანალიტიკური აზროვნება;
** შედეგებზე ორიენტირებულობა;
** აზრის არგუმენტირებულად გადმოცემის უნარი.

ანაზღაურება: გამოცდილების მიხედვით
სამუშაო საათები: მოქნილი გრაფიკი

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: litvuri@gmail.com და სათაურში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "კომერციული მენეჯერი".

თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნეს განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე ან გადავიდეს რეზერვში სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე