IT ბიზნეს ანალიტიკოსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: IT ბიზნეს ანალიტიკოსი
მომწოდებელი: ვითიბი ბანკი
გამოქვეყნდა: 4 სექ / ბოლო ვადა: 30 სექ
სს "ვითიბი ბანკი ჯორჯია" აცხადებს კონკურსს IT ბიზნეს ანალიტიკოსის თანამდებობაზე:

სამუშაო ადგილი: თბილისი

ძირითადი ფუნქციები:

** ბანკში არსებული სისტემის და ბიზნეს პროცესების კარგი აღქმა
** პროდუქტის მისაღებად საჭირო ბიზნეს პროცესების გამოკვლევა და შესაძლო ალტერნატივების ანალიზი
** IT პერსონალთან ერთად დაინტერესებული მხარეების საჭიროებების შესაბამისი ოპტიმალური გადაწყვეტილებების შემუშავება
** ბიზნეს-მოთხოვნების გარდაქმნა დეტალურ სისტემურ მოთხოვნებად და ტექნიკური დიზაინის სპეციფიკაციებად (ტექნიკური დავალება)
** პროგრამული გადაწყვეტილებების არსებულ სისტემებზე გავლენის ანალიზი
** ტესტირების გეგმის და სატესტო სცენარების შედგენაში მონაწილეობის მიღება
** კომპეტენციის ფარგლებში სხვა ოპერატიული დავალებების შესრულება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** IT ბიზნეს ანალიტიკოსად ან IT პროექტების მენეჯერად მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
** ბიზნეს ანალიზის და შესაბამისი მეთოდოლოგიების სიღრმისეული ცოდნა
** სასურველია Agile/Scrum მეთოდოლოგიით მუშაობის გამოცდილება
** სასურველია საბანკო სფეროში მუშაობის გამოცდილება
** ინგლისური ენის ფლობა

უნარები:

** ბიზნეს კომუნიკაციის და მოლაპარაკებების წარმოების უნარი
** კრეატიული და ანალიტიკური აზროვნების უნარი
** სიახლეებისა და ახალი ტექნოლოგიების სწრაფად ათვისების უნარი
** პარალელურ რეჟიმში რამოდენიმე პროექტზე მუშაობის უნარი
** დროის მართვის უნარი
** როგორც გუნდში, ისე დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
** მიზანმიმართული, ორგანიზებული
** კომუნიკაბელური

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, არაუგვიანეს 2018 წლის 30 სექტემბრისა შეავსოთ განაცხადის ფორმა.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე