PR და ციფრული კომუნიკაციების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: PR და ციფრული კომუნიკაციების მენეჯერი
მომწოდებელი: EFES საქართველო
გამოქვეყნდა: 4 სექ / ბოლო ვადა: 30 სექ
ლუდსახარში "ნატახტარი", "EFES საქართველო" - გახლავთ შვილობილი "Anadolu Efes"-ის,  მსოფლიოში მე-5 ყველაზე დიდი ლუდის მწარმოებელი უმსხვილესი კომპანიისა, რომელიც 10 წელია უკვე ოპერირებს საქართველოს ლუდის ბაზარზე, როგორც მარკეტ ლიდერი.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას საზოგადოებასთან ურთიერთობის და ციფრული კომუნიკაციების მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი.

ძირითადი მოვალეობები:

** დაინტერესებული მხარეებისათვის საუკეთესო კომუნიკაციის საშუალებების განსაზღვრა,  შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება;
** კომპანიის PR და სოციალური პასუხისმგებლობის აქტივობების ინიცირება და შემდგომი მართვა;
** სპეციფიური ბრენდის კამპანიის მხარდაჭერის მიზნით ღონისძიებების დაგეგმვა და ორგანიზება;
** მედიის წარმომადგენლებთან პოზიტიური და პროფესიონალური ურთიერთობების დამყარება;
** სტატიებისა და სიახლეების შესახებ ინფორმაციის მომზადება;
** მედია გეგმის შემუშავება და კონტროლი;
** დაინტერესებული მხარეებისა და კომპანიის მიზნებისათვის სასარგებლო ინფორმაციის მოძიება (კომპანიის ფარგლებში) და შემდგომი დისტრიბუცია; 
** მიმდინარე პროექტებთან დაკავშირებით კომპანიის სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულის წარმომადგენელთან ეფექტური კომუნიკაციის წარმოება; 
** საინტერესო და ეფექტური პრეს რელიზისა და მედია კრებულის მომზადება; 
** კომპანიის ხელმძღვანელებისთვის შეხვედრების ორგანიზება და მათთვის გამოსვლის სიტყვის მონახაზის შედგენა;
** ბრენდებთან დაკავშირებული ციფრული პლატფორმის (სოც. მედიისთვის) შემუშავება, განხორციელება და კონტროლი; 
** ციფრულ მედიაში ბრენდის მარკეტინგული კამპანიების ეფექტური კომუნიკაცია ინტერნეტ რეკლამის, ვირუსული ვიდეოებისა და სხვა ინოვაციური საშუალებების წყალობით; 
** ბრენდის მიზნების გათვალისწინებით, ციფრული და რეალური სამყაროს ერთმანეთთან დაკავშირება;
** ინტერნეტ რეკლამის სტრატეგიების შემუშავება, განხორციელება და მონიტორინგი; 
** კომპანიის რეპუტაციის ამაღლებისათვის საჭირო სოციალური პასუხისმგებლობის პროექტების მართვა;  
** კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის კლუბთან ურთიერთობა;
** სოციალური პასუხისმგებლობის პროექტებთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციებთან, სახელმწიფო სტრუქტურებთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან  მოლაპარაკებების წარმოება, ახალი პროექტების დამუშავება და განხორციელება;
** კომპანიის ინტერნეტ გვერდის მართვა;
** კორპორატიული ელფოსტის საშუალებით შიდა კომუნიკაციის მართვა;
** სხვადასხვა რეპორტების მომზადება და წარდგენა (მედია დაიჯესტი, PR რეპორტი ლუდსა და ლიმონათზე, რეპორტი ბრენდების აქტივობებზე სოც. მედიაში); 
** სხვადასხვა შემოთავაზებების ანალიზი და უკუკავშირის დამყარება;
** PR ბიუჯეტის მომზადება, მართვა და კონტროლი; 
** PR განყოფილების სათანადო ფუნქციონირებისათვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადება და კონტროლი;
** კომპანიის კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვა;
** ხელმძღვანელის მიერ დავალებული, სამუშაოსთან დაკავშირებული, სხვადასხვა დამატებითი ფუნქციის შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (მარკეტინგის/ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით)
** აუცილებელია მსგავს სფეროში მუშაობის გამოცდილება - სულ მცირე 3 წელი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** ინიციატიურობა;
** კომუნიკაბელურობა, ორგანიზებულობა და გუნდური მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირების უნარი;
** ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენაზე გამართულად კომუნიკაციის უნარი.

იმ შემთხვევაში, თუ თქვენ აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე (CV) ელ. ფოსტის მისამართზე: hr@ge.anadoluefes.com და სათაურში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება.

რეზიუმეს მიღების ბოლო ვადაა 2018 წლის 30 სექტემბერი.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე