ტენდერი პოლიგრაფიულ მომსახურებაზე
 
ყველა ტენდერი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ტენდერი პოლიგრაფიულ მომსახურებაზე
მომწოდებელი: კოალიცია დევნილთა უფლებებისათვის
გამოქვეყნდა: 4 სექ / ბოლო ვადა: 18 სექ
ა(ა)იპ "კოალიცია დევნილთა უფლებებისათვის", გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და ევროკავშირის (EU) ერთობლივი პროგრამა COBERM-ის მხარდაჭერით, ახორციელებს პროექტს "კომიქსები მშვიდობისა და განათლებისათვის". პროექტის მიზანია საგანმანათლებლო კომიქსების მომზადება, რომელთა შინაარსიც დაკავშირებულია ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებთან.

პროექტის ფარგლებში უნდა დაიბეჭდოს 9 ქართული და 9 რუსული კომიქსი.

თითოეული კომიქსი არის 20 გვერდიანი, A5 ფორმატის.
მასალა: შიდა გვერდები - 170 გრამიანი ცარცი და ყდა 220 გრამიანი ცარცი.
თითოეული კომიქსის ტირაჟი: 300.
ფერები: 4X4.

გარდა ამისა, კონკურსში მონაწილემ უნდა წარმოადგინოს ფასები შემდეგ პროდუქციაზე:

** შტენდერი ბანერით (როლაპი), ზომები 80X195სმ
** ბანერი - 1 კვ.მ-ის ფასი
** მაისურებზე ბეჭდვა, ფერები 4X4.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ გამომცემლობებსა და სტამბებს, რომლებსაც აქვთ პუბლიკაციების დაკაბადონებისა და ბეჭდვის სამწლიანი გამოცდილება.

განაცხადების მიღება ხორციელდება ელექტრონული ფოსტის მეშვეობით: idpcoalition@gmail.com. მისი გამოქვეყნებიდან ორი კვირის განმავლობაში შერჩეულ კომპანიებთან დაინიშნება გასაუბრება, რის თაობაზეც ეცნობებათ ელექტრონული ფოსტის მეშვეობით.

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:

თბილისი, ვაჟა ფშაველას 43/1
ტელ: +995598 787927, +995592 500136
საკონტაქტო პირი: რუსუდან ფუხაშვილი
 
ყველა ტენდერი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე