დაკრედიტების ჯგუფის უფროსი - ზუგდიდი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: დაკრედიტების ჯგუფის უფროსი - ზუგდიდი
მომწოდებელი: ემ ბი სი
გამოქვეყნდა: 4 სექ / ბოლო ვადა: 28 სექ
სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "ემ ბი სი" აცხადებს ვაკანსიას დაკრედიტების ჯგუფის უფროსის პოზიციაზე ზუგდიდში.

სს "მიკრო ბიზნეს კაპიტალი" 2013 წლიდან ოპერირებს საფინანსო ბაზარზე. კომპანიის მისიაა ფინანსურ მომსახურებაზე წვდომის არმქონე ადამიანების ჩართვა ეკონომიკაში, მათზე მორგებული და ხელმისაწვდომი ფინანსური სერვისების შეთავაზებით. დღესდღეობით კომპანია ემსახურება 11 000-ზე მეტ მომხმარებელს და წარმოდგენილია ქვეყნის ოთხ ქალაქში 11 ფილიალის სახით.

კომპანია "ემ ბი სი" ყველაზე მნიშვნელოვან რესურსად აღიარებს ადამიანურ კაპიტალს და უზრუნველყოფს მათ მზარდი ანაზღაურებით, პრემიის გამომუშავების შესაძლებლობით, კარიერული ზრდის პერსპექტივით, ჯანმრთელობის დაზღვევით, შრომის საერთაშორისო სტანდარტების დაცვით და სხვა ბენეფიტებით.

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის სერვის ცენტრში, საკრედიტო მიმართულების ჯგუფის კოორდინაცია, ყოველდღიური ზედამხედველობა;
** დაქვემდებარებული დაკრედიტების ექსპერტების მუშაობის ხარისხის შემოწმება. მათი მუშაობის, კომპანიაში არსებულ სტანდარტებთან შესაბამისობის მონიტორინგი;
** პორტფელში არსებულ მსესხებელთა პერიოდული მონიტორინგი;
** საკრედიტო პორტფელის ხარისხსა და განვითარებაზე ზრუნვა;
** საკრედიტო პორტფელის ყოველთვიური (კვარტალური, წლიური) გეგმიური მაჩვენებლების შესრულების მართვა;
** სხვადასხვა მარკეტინგული ღონისძიებების დაგეგმარება და კოორდინაცია;
** ჯგუფის მიერ ვადაგადაცილებულ სესხებზე მუშაობის კოორდინაცია, სესხების დაფარვის მონიტორინგი;
** საკრედიტო ჯგუფის მიერ გაწეული საქმიანობის პერიოდული ანალიზი;
** ხელმძღვანელობასთან, სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით, შუამდგომლობების წარდგენა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება საბანკო, საფინანსო, ეკონომიკური განხრით;
** საფინანსო სექტორში, საკრედიტო მიმართულებით მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება;
** სასურველია ინგლისურის და რუსული ენების ცოდნა;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS Office) ცოდნა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნება;
** პრობლემების გადაჭრის და გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** კარგი ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
** სოციალურად გახსნილი და სხარტად მოაზროვნე;
** კეთილსინდისიერი, მოტივირებული, შრომისმოყვარე, ორგანიზებული.

განაცხადის შემოტანის საბოლოო ვადაა: 2018 წლის 28 სექტემბრის 17:00 საათი.

კანდიდატებს დავუკავშირდებით დედლაინის დასრულებამდეც, შესაბამისად, უპირატესობა მიენიჭება ადრე შემოსულ განაცხადებს.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV/რეზიუმე ან LinkedIn-ის URL ბმული, შემდეგ მისამართზე: vacancy@mbc.com.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე