1C სააღრიცხვო პროგრამის შემსწავლელი პრაქტიკული კურსი
 
ყველა ტრენინგი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: 1C სააღრიცხვო პროგრამის შემსწავლელი პრაქტიკული კურსი
მომწოდებელი: Rossoft Training Centre
გამოქვეყნდა: 4 სექ / ბოლო ვადა: 4 ოქტ
"Rossoft Training Centre" აცხადებს მიღებას 1C სააღრიცხვო პროგრამის შემსწავლელ პრაქტიკულ კურსზე

პროგრამის აღწერა: "ERP მცირე და საშუალო ბიზნესისთვის" (1С ERP სტანდარტი - საწარმო 8.3) წარმოადგენს ერთიან პროგრამულ გადაწყვეტილებას, რომელიც განკუთვნილია კომპანიაში მიმდინარე სხვადასხვა ტიპის ბიზნეს-პროცესის ეფექტურად მართვისა და ავტომატიზაციისათვის. პროგრამული გადაწყვეტილება სრულად ლოკალიზებულია ქართული სააღრიცხვო სტანდარტების შესაბამისად და მოიცავს შემდეგ მოდულებს:

** წარმოება
** საწყობი და მარაგები
** გაყიდვები
** შესყიდვები
** დისტრიბუცია
** ფინანსები
** ბიუჯეტირება
** CRM
** HR
** Rs.ge

სისტემის წარმატებით გამოყენება შესაძლებელია სხვადასხვა ინდუსტრიაში (წარმოება,  საცალო და საბითუმო ვაჭრობა, მომსახურების სფერო) მოღვაწე კომპანიების მენეჯერული და ფინანსური აღრიცხვის უზრუნველსაყოფად. 

კურსის მიზანი: მსმენელების სწრაფი და ხარისხიანი მომზადება, რათა მათ შეძლონ პროგრამის გამოყენება ორგანიზაციის ეფექტური მართვისათვის.

მიზნობრივი ჯგუფი:  

** სავაჭრო, საწარმოო, სერვისული და პროექტებზე ორიენტირებული კომპანიების ბუღალტრები, ფინანსური დირექტორები, მფლობელები და  გენერალური დირექტორები;
** მენეჯერები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან საწარმოში მიმდინარე პროცესების ოპერატიულ მართვაზე;
** დაბალი რგოლის მენეჯერები;
** სტუდენტები და კვალიფიკაციის ამაღლებით დაინტერესებული პირები.

ლექციების განრიგი:    ორშაბათი, ოთხშაბათი, პარასკევი (19:00-21:00).
კურსის ხანგრძლივობა:  20  საათი
კურსი იწყება ყოველ  3 კვირაში ერთხელ.

სწავლების მეთოდები: სწავლება მიმდინარეობს როგორც თეორიულად, ასევე პროგრამაში სადემონსტრაციო ქეისების განხილვის საშუალებით. კურსის განმავლობაში მსმენელებს ეძლევათ დავალებები და აქვთ წვდომა ბაზის დემო ვერსიაზე, რათა შეასრულონ აღნიშნული დავალებები. 

კურსის დასრულების შემდეგ თქვენ შეძლებთ:

** გქონდეთ სრული წარმოდგენა პროგრამის ფუნქციონალური შესაძლებლობების შესახებ;
** დამოუკიდებლად დააკონფიგურიროთ პროგრამის პარამეტრები კონსულტანტის დახმარების გარეშე;
** ეფექტურად გამოიყენოთ პროგრამის შესაძლებლობები ორგანიზაციის ფინანსური, საწარმოო, მომარაგების და სხვა მიმართულებების აღრიცხვის,დაგეგმვის, კონტროლისა და ანალიზისათვის;
** პროგრამის შესაძლებლობების გამოყენებით აკონტროლოთ თანამშრომლების მუშაობა.

კურსის   ღირებულება:  360  ლარი (დღგ-ს ჩათვლით). 
ლექციების მსვლელობისას გათვალისწინებულია 15 წუთიანი შესვენება (ჩაი / ყავაზე).
სამუშაო მასალები  მსმენელებს გადაეცემათ უფასოდ.
ტრენინგის დასასრულს ტესტირების საფუძველზე გაიცემა შესაბამისი კურსის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი. 

სპეციალურად მსმენელებისთვის დაწესებული შეღავათები: კურსის მსმენელებს, სურვილის შემთხვევაში,  პროგრამის შეძენა ფასდაკლებით შეეძლებათ. 

1C პროგრამირების მცოდნე კადრებზე არსებული მოთხოვნიდან გამომდინარე, Rossoft Training Centre კურსდამთავრებულებს გაუწევს რეკომენდაციას პარტნიორ ორგანიზაციებში დასაქმების მიზნით.

კურსზე რეგისტრაციისთვის  შეავსეთ მოცემული სარეგისტრაციო ფორმა: https://docs.google.com/forms/d/1jCPN76yRfSr5xfrEa05i-eZSY4bjSiWQRG6ZBUXBi3A/viewform
 
შეკითხვების არსებობის შემთხვევაში ან დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით:

ქ. თბილისი, დავით გამრეკელის 2, "Rossoft Training Centre"
ტელ.: (+995 32) 2 23 83 89
მობ.: +995 593 17 19 09; +995 597 06 39 61
ელფოსტა: info@rossoft.ge
ვებ-გვერდი: www.rossoft.ge
 
ყველა ტრენინგი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე