კორპორატიული გაყიდვების სპეციალისტი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: კორპორატიული გაყიდვების სპეციალისტი - ბათუმი
მომწოდებელი: ქებული კლიმატი
გამოქვეყნდა: 4 სექ / ბოლო ვადა: 4 ოქტ
კომპანია "ქებული კლიმატი" გათბობის, გაგრილების, ვენტილაციის და წყალმომარაგების სისტემების უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში. პროდუქციის ფართო ასორტიმენტით კომპანია სტაბილურად ლიდერობს ბაზარზე. ჩვენი უმთავრესი ამოცანაა მომხმარებელი მრავალფეროვანი არჩევანითა და უმაღლესი სტანდარტის მომსახურებით უზრუნველვყოთ.

კომპანია "ქებული კლიმატი" აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული გაყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე ქ. ბათუმში.

ფუნქცია-მოვალეობები:

** კორპორატიული კლიენტების ბაზის განვითარება;
** არსებული და ახალი კლიენტებისთვის სწრაფი და ეფექტური მომსახურების უზრუნველყოფა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** უცხო ენების (ინგლისური, რუსული) ცოდნა;
** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ფლობა.

საჭირო უნარ-ჩვევები:

** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნება;
** გამართული ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
** მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზებულობა.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელ. ფოსტაზე: vacancy@qebuli.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი განაცხადი არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე