ფილიალის მენეჯერი - სენაკი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ფილიალის მენეჯერი - სენაკი
მომწოდებელი: ქებული კლიმატი
გამოქვეყნდა: 4 სექ / ბოლო ვადა: 4 ოქტ
კომპანია "ქებული კლიმატი" გათბობის, გაგრილების, ვენტილაციის და წყალმომარაგების სისტემების უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში. პროდუქციის ფართო ასორტიმენტით კომპანია სტაბილურად ლიდერობს ბაზარზე. ჩვენი უმთავრესი ამოცანაა მომხმარებელი მრავალფეროვანი არჩევანითა და უმაღლესი სტანდარტის მომსახურებით უზრუნველვყოთ.

კომპანია "ქებული კლიმატი" აცხადებს ვაკანსიას ფილიალის მენეჯერის პოზიციაზე სენაკში.

ძირითადი მოვალეობები:

** ფილიალის და დაქვემდებარებული თანამშრომლების მართვა, კოორდინირებული მუშაობის უზრუნველყოფა;
** გაყიდვების სტრატეგიის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
** რეგიონის მასშტაბით შეხვედრების დაგეგმვა, მოლაპარაკების წარმოება;
** მომსახურების ხარისხის მუდმივ გაუმჯობესებაზე ზრუნვა;
** პროდუქციის ტექნიკური მახასიათებლებისა და კომპანიაში დადგენილი სტანდარტების/ინსტრუქციების გაცნობის უზრუნველყოფა და მათი შესრულების მონიტორინგი დაქვემდებარებული თანამშრომლებისთვის;
** მარაგების კონტროლი;
** ყოველდღიური რეპორტების მომზადება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** კომპიუტერული პროგრამების მაღალ დონეზე ფლობა;
** უცხო ენების (რუსული, ინგლისური) საკომუნიკაციო დონეზე ფლობა.

საჭირო უნარები:

** გუნდის მართვის უნარი;
** პრეზენტაბელურობა;
** დეტალების მიმართ ყურადღებიანობა;
** ანალიტიკური და ტექნიკური აზროვნების უნარი;
** ტექნიკური საკითხების სწრაფად შესწავლის უნარი.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: vacancy@qebuli.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება; წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე