მოლარე-ოპერატორი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: მოლარე-ოპერატორი - ბათუმი
მომწოდებელი: ქებული კლიმატი
გამოქვეყნდა: 4 სექ / ბოლო ვადა: 4 ოქტ
კომპანია "ქებული კლიმატი" გათბობის, გაგრილების, ვენტილაციის და წყალმომარაგების სისტემების უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში. პროდუქციის ფართო ასორტიმენტით კომპანია სტაბილურად ლიდერობს ბაზარზე. ჩვენი უმთავრესი ამოცანაა მომხმარებელი მრავალფეროვანი არჩევანითა და უმაღლესი სტანდარტის მომსახურებით უზრუნველვყოთ.

კომპანია "ქებული კლიმატი" აცხადებს ვაკანსიას მოლარე-ოპერატორის პოზიციაზე ბათუმში.

ძირითადი მოვალეობები:

** ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორებით სალარო ოპერაციების წარმოება;
** მომხმარებლისთვის სწრაფი, ეფექტური და თავაზიანი მომსახურების გაწევა;
** სალაროში თანხის მოძრაობის პროგრამული აღრიცხვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** პიროვნული უნარ-ჩვევები:
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნება;

გთხოვთ, დაინტერესებულ პირებს გამოგზავნეთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: vacancy@qebuli.ge და წერილის სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე