გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: ქებული კლიმატი
გამოქვეყნდა: 4 სექ / ბოლო ვადა: 4 ოქტ
კომპანია "ქებული კლიმატი" გათბობის, გაგრილების, ვენტილაციის და წყალმომარაგების სისტემების უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში. პროდუქციის ფართო ასორტიმენტით კომპანია სტაბილურად ლიდერობს ბაზარზე. ჩვენი უმთავრესი ამოცანაა მომხმარებელი მრავალფეროვანი არჩევანითა და უმაღლესი სტანდარტის მომსახურებით უზრუნველვყოთ.

კომპანია "ქებული კლიმატი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** პროდუქციის მახასიათებლების შესწავლა/ცოდნა;
** მომხმარებლისთვის კვალიფიციური მომსახურებისა და კონსულტაციის გაწევა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** კომპიუტერული პროგრამების ფლობა;
** უცხო ენების (რუსული, ინგლისური) საკომუნიკაციო დონეზე ფლობა.

საჭირო უნარ-ჩვევები:

** გამართული და დამაჯერებელი მეტყველების მანერა;
** პრეზენტაბელურობა;
** დეტალების მიმართ ყურადღებიანობა;
** ანალიტიკური და ტექნიკური აზროვნების უნარი;
** ტექნიკური საკითხების სწრაფად შესწავლის უნარი.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: vacancy@qebuli.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება; წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე