საბითუმო გაყიდვების მენეჯერი - ბაქო
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: საბითუმო გაყიდვების მენეჯერი - ბაქო
მომწოდებელი: თეგეტა მოტორსი
გამოქვეყნდა: 3 სექ / ბოლო ვადა: 21 სექ
"თეგეტა მოტორსი" აცხადებს ვაკანსიას საბითუმო გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

ვაკანსიის კოდი: TGM0000186
ადგილმდებარეობა: აზერბაიჯანი, ბაქო
მოქმედების ვადა: 21.09.2018
კატეგორია: გაყიდვები
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
სამუშაო გრაფიკი: სტანდარტული გრაფიკი
გამოცდილების დონე: სპეციალისტი

ძირითადი მოთხოვნები:

** გამოცდილება: მინიმალური სამუშაო გამოცდილება 1 წელი
** სფერო - გაყიდვები; მომსახურება.
** განათლება: ხარისხი: ბაკალავრი.

ენები:

** აზერბაიჯანული - ძალიან კარგი
** ქართული - საშუალო
** რუსული - კარგი
** ინგლისური - კარგი

უნარები:

** მოლაპარაკების წარმოების უნარი
** გუნდურად მუშაობის უნარი
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
** საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი
** Microsoft Office Excel

დამატებითი მოთხოვნები: საავტომობილო და/ან სპეცტექნიკის სერვისის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება დამატებით უპირატესობად;

სამუშაოს აღწერა:

** საბითუმო არხში კლიენტების მოძიება და მათთან მოლაპარაკების წარმოება;
** მებითუმე კლიენტებისთვის კომპანიის პროდუქციის და ფასების შესახებ ინფორმაციის გაცნობა;
** მებითუმე კლიენტებისთვის ხელშეკრულებების პირობების დეტალური გაცნობა/შეთანხმება;
** ხელშეკრულებისთვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადება და მისი გაფორმების კოორდინაცია;
** მებითუმე კლიენტების მხრიდან მოთხოვნილი პროდუქციის მარაგის მოძიება და მიწოდების უზრუნველყოფის კოორდინაცია;
** მებითუმე კლიენტების ლიმიტების, კონსიგნაციებისა და გადახდების კონტროლი და აღნიშნულ ინფორმაციაზე ანგარიშგების მომზადება უშუალო ხელმძღვანელისთვის;
** მებითუმე კლიენტებთან გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად დაწესებული ფასების ჩასწორების ინიცირება და კოორდინაცია;
** მებითუმე კლიენტებთან გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად გათვალისწინებული პროდუქციის მარაგების კონტროლი;
** მებითუმე კლიენტების მუდმივი ინფორმირება, კომპანიაში შემოსული ახალი პროდუქციის თაობაზე და აღნიშნული პროდუქციის შეთავაზება.

დამატებითი ინფორმაცია:

გაცნობებთ, რომ შევსებული აპლიკაცია ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 3 წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას შპს "თეგეტა მოტორსის" ან მისი შვილობილი კომპანიების მიერ სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.

გისურვებთ წარმატებებს!

განაცხადის შესატანად, გთხოვთ, მიჰყევით ბმულს https://career.tegetamotors.ge/Job/186
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე