ბანკის მოლარე-ოპერატორის მოსამზ. კურსი სტაჟირებით
 
ყველა ტრენინგი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ბანკის მოლარე-ოპერატორის მოსამზ. კურსი სტაჟირებით
მომწოდებელი: ბიზნეს აკადემია
გამოქვეყნდა: 3 სექ / ბოლო ვადა: 3 ოქტ
"ბიზნეს აკადემია" აცხადებს მიღებას ბანკის მოლარე-ოპერატორის პოზიციისთვის მოსამზადებელ კურსზე სტაჟირებით.

მოსამზადებელი კურსი დაიგეგმა სექტემბრის თვის ვაკანსიებისთვის.

მომზადება მიმდინარეობს თიბისი ბანკის და საქართველოს ბანკის მიერ გამოცხადებული ვაკანსიების სტანდარტების დაცვით.

მოსამზადებელ კურსზე მიიღებიან მხოლოდ და მხოლოდ ის პირები, ვინც გეგმავენ საბანკო სექტორში სალარო-საოპერაციო განყოფელებებში მუშაობას.

"ბიზნეს აკადემია" ეს არის ერთადერთი სასწავლო ცენტრი საქართველოს ბაზარზე, სადაც დანერგილია თიბისი ბანკის პროგრამა ALTA ( software) B 6. ჩვენს მიერ გადამზადებული მსმენელების 85% დასაქმებულია კომერციულ ბანკების ფილიალებსა თუ სათაო ოფისში. 7% კი მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში.

მოსამზადებელ კურსზე მსმენელები პარალელურად გაივლიან "საქართველოს ბანკის" და "თიბისი ბანკის" ჯგუფურ გასაუბრებებზე არსებულ ყველა ქეისს.

ბანკის უნივერსალური მოლარე-ოპერატორის პოზიციისთვის მოსამზადებელი პროგრამის მოკლე მიმოხილვა:

** სალარო /საოპერაციო დღის გახსნა
** ფიზიკური პირების მომსახურება
** ყველა საბანკო ანგარიში: მიმდინარე, მულტისავალუტო/საბარათე ანგარიშების გახსნა , სერვისების ჩართვა და საბანკო ოპერაციების შესრულება
** ანგარიშებზე ოპერაციების წარმოება
** შეგროვების ოპერაციები ანგარიშებზე
** საბიუჯეტო დმია არასაბიუჯეტო თანხების გადარიცხვები
** იურიდიული პირის ანგარიშების გახსნა
** იურიდიული პირების ანგარიშებზე ნაღდი და უნაღდო ოპერაციები
** საფულე ჩეკის წიგნაკების გაცემა-რეგისტრაცია
** საფულე ჩეკის წიგნაკით თანხების გაცემა
** საანაბრე ანგარიშების გახსნა, კონკრეტული მიზნობრიობის მქონე ანგარიშები
** ფასიანი ქაღალდები
** საბანკო გადარიცხვები ქვეყნის შიგნით
** გადარიცხვები ქვეყნის გარეთ
** 55 დღიანი საკრედიტო ბარათზე ლიმიტის განსაზღვრა/დამტკიცება/გაცემა
** 55 დღიანი საკრედიტო ბარათის %-ის დათვლა
** საბუთების ფორმირება
** დებეტური მემორიალური ორდერით, კლიენტის ანგარიშიდან საკომისიოების ჩამოჭრა
** დიჯიპასის საკომისიო/გატარება
** ბიზნეს ბარათის საკომისიო/გატარება
** ყველა საბანკო ტრანზაქცია, რომელიც ბანკის ფიზიკური თუ იურიდიული პირის ოპერატორის ფუნქცია-მოვალეობაა

კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა ორენოვანი სერტიფიკატი და რეკომენდაცია.

კურსის დასრულებამდე თითოეული მსმენელის რეზიუმე რეკომენდაციით გადაიგზავნება ძირითად კომერციულ ბანკებში.

კურსს უხელმძღვანელებს, საბანკო სექტორში 10 წლიანი გამოცდილების მქონე მენეჯერი .

მოსამზადებელი კურსი-სტაჟირებით ხანგრძლივობა: ერთი თვე
სტაჟირებას დაეთმობა: 2 კვირა.
მოსამზადებელი ლექციები ჩატარდება კვირაში 4 -ჯერ.
ლექციის ხანგრძლივობა: 2 სთ (აკ.სთ)
ერთი შეხვედრა = ორი ლექცია.
კურსის ღირებულება: 300 ლარი.
თანხის გადახდა II ლექციისთვის.

კურსზე რეგისტრაცია მიმდინარეობს:

ნაკადი 1 - 11:30სთ
ნაკადი 2 - 13:30 სთ

ჩვენი პროგრამის უპირატესობა:

** პროგრამა შემოტანილია კომერციული ბანკებიდან.
** ასევე , კურსდამთავრებული:

1. ინდივიდუალურად მოემზადება ბანკში გასასვლელად
2. აიღებს რეკომენდაციას

** თქვენ არ გეყოლებათ კონკურენტი.
** თქვენ თავისუფლად შეძლებთ საბანკო სექტორში მუშაობას.

კურსზე მიღება შეზღუდული არ არის. დასაქმებისთვის მომზადება შეიძლება გაიაროს ნებისმიერმა პირმა, სტუდენტმა, უნივერსიტეტდამთავრებულმა, სტუდენტმა ვისაც აკადემიური აქვს აღებული.
პირს ვისაც აქვს საშუალო განათლება პერსპექტივა ექნება მუშაობა დაიწყოს კარგ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში.

კურსის დაწყების თარიღი იხ. ჩვენს facebook-ის გვერდი: https://www.facebook.com/biznesakademia

სავაკანსიო მოსამზადებელ ეტაპზე რეგისტრაციისთვის, გადმოაგზავნეთ რეზიუმე (СV) მისამართზე: hrbacademy@gmail.com, კურსის დასახელებაში მიუთითეთ " ბანკის მოლარე-ოპერატორი და ნაკადი N"

დატეგისტრირებული მსმენელი მიიღებს 24 სთ-ში ელ.შეტყობინებას.კურსის დაწყებამდე ერთი დღით ადრე SMS შეტყობინებას.

მოსამზადებელი კურსის ითვალისწინებს 100%-მდე დასაქმების პერსპექტივას.

თქვენ თავისუფლად შეძლებთ მუშაობა დაიწყოთ "თიბისი ბანკში" (ან) "საქართველოს ბანკში" (ან) "ვითიბი ბანკში" (ან) "ლიბერთი ბანკში" (ან) "ბაზისბანკში" და სხვა.

"ბიზნეს აკადემია"
საკონტაქტო ტელეფონი: (+995 790)458582
მენეჯერი: (+995 555)678545; +995 598 77 85 82
მისამართი: მარჯანიშვილის 21, მე-4 სართული, 15
 
ყველა ტრენინგი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე