მოლარე-ოპერატორი - თბილისი, რეგიონები
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: მოლარე-ოპერატორი - თბილისი, რეგიონები
მომწოდებელი: რომპეტროლ საქართველო
გამოქვეყნდა: 3 სექ / ბოლო ვადა: 31 დეკ
"რომპეტროლ NV" წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე კარგად დამკვიდრებულ ნავთობ კომპანიას რუმინეთში და ასევე მნიშვნელოვან მოთამაშეს შავი ხმელთაშუა ზღვების ავზების ტერიტორიაზე. კომპანიაში დასაქმებულია 7 000-ზე მეტი თანამშრომელი და იგი წარმოდგენილია 12 ქვეყანაში, მათ შორის - საქართველოში.

რომპეტროლ საქართველო აცხადებს ვაკანსიას მოლარე-ოპერატორის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი, რუსთავი, ნატახტარი
ანაზღაურება: ხელზე ასაღები 300 ლარი (პლიუს ბონუსი)

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებლისთვის სარეალიზაციო პროდუქტის ირგვლივ კონსულტაციის გაწევა;
** მომხმარებელთა კმაყოფილებაზე და ლოიალურობის შენარჩუნებაზე მუდმივი ზრუნვა.
** პროდუქციის სექციის შევსების უზრუნველყოფა, სისუფთავისა და წესრიგის დაცვა;
** უზრუნველყოფს ტრანზაქციის ღირებულების და მომხმარებლის მიერ გადახდილი თანხის შესაბამისობას;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** განათლება: საშუალო. უმაღლესი განათლება ჩაითვლება უპირატესობად.
** კომპიუტერული უნარ-ჩვევები: MS Windows - დონე: ელემენტარული
** რუსული და ინგლისური ენა: სასურველია სალაპარაკო დონეზე.
** სასურველია სამუშაო გამოცდილება მომსახურების სფეროში;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** პრობლემური და კონფლიქტური სიტუაციების მართვის უნარი.

დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ რეზიუმე (CV) ელ. ფოსტაზე: apply@rompetrol.com

განაცხადის გაკეთება ასევე შესაძლებელია, როგორც სათავო ოფისში (მის. მ. ალექსიძის ქ.12), ისე რომპეტროლ საქართველოს ქსელში არსებულ ავტოგასამართ სადგურებზე, სააპლიკაციო ფორმის შევსების გზით.

რომპეტროლ საქართველოს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე