კატეგორიის მენეჯერის ასისტენტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: კატეგორიის მენეჯერის ასისტენტი
მომწოდებელი: სუფთა სახლი
გამოქვეყნდა: 3 სექ / ბოლო ვადა: 3 ოქტ
მაღაზიათა ქსელი "სუფთა სახლი" დაარსდა 2009 წელს. თავდაპირველად მაღაზიები მხოლოდ დედაქალაქში იხსნებოდა, თუმცა 2014 წლიდან ქსელმა მასშტაბური ზრდა დაიწყო და დღესდღეობით საქართველოს ყველა რეგიონულ ცენტრში არის წარმოდგენილი 100 ფილიალით.

"სუფთა სახლი" მომხმარებელს მრავალფეროვან პროდუქციას სთავაზობს. ნებისმიერ ფილიალში შეგიძლიათ შეიძინოთ შემდეგი კატეგორიის პროდუქცია: პარფიუმერია; პირადი ჰიგიენის ნივთები; სარეცხი და საწმენდი საშუალებები; წვრილმანი საყოფაცხოვრებო ნივთები; ჭურჭელი, საკანცელარიო პროდუქცია. კომპანია მუდამ ცდილობს მომხმარებელს შესთავაზოს კონკურენტებთან შედარებით ყველაზე მისაღები ფასი. სწორედ ამიტომ ჩვენს ქსელში ყოველთვიურად შეხვდებით ყველა კატეგორიაში არსებულ სააქციო პროდუქციას ბაზარზე ყველაზე დაბალ ფასად.

"სუფთა სახლში" მთელი საქართველოს მასშტაბით დასაქმებულია 700-ზე მეტი თანამშრომელი და კომპანიის განვითარებასთან ერთად დასაქმებულთა რაოდენობაც მუდმივად იზრდება - ეს გახლავთ პროფესიონალთა ძლიერი გუნდი, რომელიც ხელს უწყობს კომპანიის მზარდ წარმატებას.

ამჟამად, მაღაზიათა ქსელი შპს "სუფთა სახლი" აცხადებს ვაკანსიას კატეგორიის მენეჯერის ასისტენტის პოზიციაზე.

ვალდებულებები:

** ყოველთვიური აქციების დაგეგმვა მომწოდებელთან;
** სააქციო ფასების დადგენა;
** საბაზისო ფასების დადგენა;
** გაყიდვების ყოველკვირეული ანალიზი კატეგორიის და მომწოდებლების მიხედვით (მათ შორის კატეგორიაში პროდუქტების მიხედვით);
** კონკურენტების ანალიზი;
** საბაზისო ფასების და აქციების ყოველდღიური მონიტორინგი.
** ასორტიმენტის დადგენა, გაფართოება და ახალი პოზიციების განხილვა;
** კატეგორიის მერჩენდაიზინგი ყველა კონკრეტული მაღაზიისთვის;
** სააქციო საქონლის შეკვეთების მომზადება და მომარაგების განყოფილებისთვის მიწოდება;

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნესის სფეროში);
** კომუნიკაბელური, ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის კარგი უნარი;
** მიზანდასახული;
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** ენერგიული და შრომის მოყვარე;
** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნება;
** Microsoft Office-ის კარგად ცოდნა;
** აუცილებელია უცხო ენის ცოდნა (ინგლისური, რუსული);
** სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
** სამუშაო გამოცდილება გაყიდვების სფეროში;
** სასურველია კანდიდატს ქონდეს საკუთარი მსუბუქი ავტომობილი.

დაინტერესებულმა პირებმა გადმოაგზავნეთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: hr@clean-house.ge და გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "კატეგორიის მენეჯერის ასისტენტი", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი CV არ განიხილება.

"სუფთა სახლი" პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე