მარკეტინგის მენეჯერის ასისტენტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: მარკეტინგის მენეჯერის ასისტენტი
მომწოდებელი: სუფთა სახლი
გამოქვეყნდა: 3 სექ / ბოლო ვადა: 3 ოქტ
მაღაზიათა ქსელი "სუფთა სახლი" დაარსდა 2009 წელს. თავდაპირველად მაღაზიები მხოლოდ დედაქალაქში იხსნებოდა, თუმცა 2014 წლიდან ქსელმა მასშტაბური ზრდა დაიწყო და დღესდღეობით საქართველოს ყველა რეგიონულ ცენტრში არის წარმოდგენილი 99 ფილიალით.

"სუფთა სახლი" მომხმარებელს მრავალფეროვან პროდუქციას სთავაზობს. ნებისმიერ ფილიალში შეგიძლიათ შეიძინოთ შემდეგი კატეგორიის პროდუქცია: პარფიუმერია; პირადი ჰიგიენის ნივთები; სარეცხი და საწმენდი საშუალებები; წვრილმანი საყოფაცხოვრებო ნივთები; ჭურჭელი, საკანცელარიო საქონელი. კომპანია მუდამ ცდილობს მომხმარებელს შესთავაზოს კონკურენტებთან შედარებით ყველაზე მისაღები ფასი. სწორედ ამიტომ ჩვენს ქსელში ყოველთვიურად შეხვდებით ყველა კატეგორიაში არსებულ სააქციო პროდუქციას ბაზარზე ყველაზე დაბალ ფასად.

"სუფთა სახლში" მთელი საქართველოს მასშტაბით დასაქმებულია 600-ზე მეტი თანამშრომელი და კომპანიის განვითარებასთან ერთად დასაქმებულთა რაოდენობაც მუდმივად იზრდება - ეს გახლავთ პროფესიონალთა ძლიერი გუნდი, რომელიც ხელს უწყობს კომპანიის მზარდ წარმატებას.

მაღაზიათა ქსელი "სუფთა სახლი" აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის მენეჯერის ასისტენტის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის წლიური მარკეტინგული გეგმის შედგენა და განხორციელების უზრუნველყოფა;
** მარკეტინგული ბიუჯეტის განსაზღვრა და მართვა;
** ვებ გვერდის ადმინისტრირება;
** სატელევიზიო და სოციალური მედიის სივრცეში აქტივობების დაგეგმვა და განხორციელება;
** სარეკლამო კომპანიებთან მოლაპარაკებების წარმოება;
** დაგროვებითი ბარათების ინფორმაციის ანალიზი და მართვა.

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება მარკეტინგის მიმართულებით;
** აუცილებელია მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება მარკეტინგის სფეროში;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ფლობა;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;

პიროვნული უნარ ჩვევები:

** პრეზენტაციის ჩატარების უნარი;
** კარგი ბიზნეს კომუნიკაციის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დროის მართვის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ენერგიული და მოტივირებული.

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV შემდეგ მისამართზე: vacancy@clean-house.ge და გთხოვთ, მიუთითოთ სასურველი თანამდებობა "მარკეტინგის მენეჯერის ასისტენტი", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი CV არ განიხილება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს ვებ გვერდს, შემდეგ მისამართზე: http://www.clean-house.ge

ვიცხოვროთ "სუფთა სახლში"!

"სუფთა სახლი" პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე