დიასახლისი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: დიასახლისი
მომწოდებელი: მადარტ
გამოქვეყნდა: 3 სექ / ბოლო ვადა: 3 ოქტ
კომპანია "მადარტი" 2009 წლიდან მოყოლებული დღემდე წარმატებით ინარჩუნებს საკონდიტრო ბაზარზე ლიდერის პოზიციას. "მადარტის" უპირატესობას კონკურენტებთან მიმართებაში განსაზღვრავს ჯანსაღი და უვნებელი პროდუქციის წარმოება, მრავალფეროვანი ასორტიმენტი, მოქნილი და გამარტივებული მიტანისა და შეკვეთის სერვისი და მომხმარებელის კმაყოფილებაზე ორიენტირებული მომსახურების შეთავაზება.

კომპანია "მადარტი" დასაქმების მსურველებს იწვევს დიასახლისის პოზიციაზე სამუშაოდ!

სამუშაო ადგილი: თბილისი (პეკინი)
სამუშაო განაკვეთი: სრული

ფუნქცია-მოვალეობები:

** სისუფთავისა და ჰიგიენის რეგულარული კონტროლი;
** საოფისე/საწარმოო/სასაწყობე ინვენტარის წმენდა&დასუფთავება მიღებული სტანდარტების შესაბამისად;

ძირითადი მოთხოვნები: მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია);

საჭირო უნარები:

** ყურადღებიანი და მობილიზებული;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზებულობა და ინტენსიურ სამუშაო რიტმში მუშაობის უნარი;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** ფიზიკური ამტანობა

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: hr@madart.ge. გთხოვთ, "subject" ველში მიუთითოთ იმ პოზიციის დასახელება, რომელზეც აკეთებთ განაცხადს.

CV-ს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ შპს "მადარტმა" დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 6 თვის განმავლობაში. დამსაქმებელმა შესაძლებელია თქვენი მონაცემი შეინახოს და განიხილოს სხვა პოზიციაზე.

კომპანია "მადარტი" გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე