კონსულტანტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: კონსულტანტი
მომწოდებელი: მადარტ
გამოქვეყნდა: 3 სექ / ბოლო ვადა: 3 ოქტ
კომპანია "მადარტი" 2009 წლიდან მოყოლებული დღემდე წარმატებით ინარჩუნებს საკონდიტრო ბაზარზე ლიდერის პოზიციას. მადარტის უპირატესობას კონკურენტებთან მიმართებაში განსაზღვრავს ჯანსაღი და უვნებელი პროდუქციის წარმოება, მრავალფეროვანი ასორტიმენტი, მოქნილი და გამარტივებული მიტანისა და შეკვეთის სერვისი და მომხმარებელის კმაყოფილებაზე ორიენტირებული მომსახურების შეთავაზება.

თუ ხარ აქტიური, მოტივირებული, გიყვარს ღიმილი და ადამიანებთან ურთიერთობა, შემოუერთდი ჩვენს გუნდს და გამოგვიგზავნე შენი რეზიუმე კონსულტანტის პოზიციაზე!

ფუნქცია-მოვალეობები:

** მომხმარებელთან ეფექტური კომუნიკაცია;
** მომხმარებლის ინფორმირება პროდუქციის ასორტიმენტთან, შიგთავსთან დაკავშირებით;
** მომხმარებლის ინფორმირება მიტანის/შეკვეთის ან სხვა სახის სერვისებთან დაკავშირებით;
** მაცივრის დალაგება;
** მიღებული პროდუქციის დათვლა და კონტროლი;
** მიღებული პროდუქციის სწორი თანმიმდევრობით რეალიზაციის უზრუნველყოფა;
** სამუშაო გარემოს სისუფთავეზე ზრუნვა;
** მომსახურების სტანდარტების გაცნობა და დაცვა;
** უშუალო ხელმძღვანელის მიერ გაცემული სხვა დავალებების შესრულება.

ძირითადი მოთხოვნები:

** პროფესიული ან უმაღლესი განათლება;
** მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება ანალოგიურ პოზიციაზე (სასურველია);
** რუსული ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე;

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე hr@madart.ge. გთხოვთ "subject" ველში მიუთითოთ იმ პოზიციის დასახელება, რომელზეც აკეთებთ განაცხადს.

CV-ს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ შპს "მადარტმა" დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 6 თვის განმავლობაში. დამსაქმებელმა შესაძლებელია თქვენი მონაცემი შეინახოს და განიხილოს სხვა პოზიციაზე.

კომპანია "მადარტი" გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე