ტრენინგი - მენეჯმენტი
 
ყველა ტრენინგი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ტრენინგი - მენეჯმენტი
მომწოდებელი: კავკასიის უნივერსიტეტის ტრენინგ ცენტრი
გამოქვეყნდა: 1 სექ / ბოლო ვადა: 24 სექ
"კავკასიის უნივერსიტეტის ტრენინგ ცენტრი" (CUTC) გთავაზობთ ტრენინგს მენეჯმენტში.

ტრენინგის მიზანია მოახერხოს ორგინიზაციის ეფექტური მართვა, განვითარება და მისი წარმატების უზრუნველყოფა - თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი მართვის მექანიზმებისა და მოდელების, საუკეთესო პრაქტიკის მაგალითების შესწავლისა და ანალიზის საფუძველზე.

ტრენინგი განკუთვნილია მოქმედი ან პოტენციური მენეჯერებისთვის, რომლებიც საკუთარი საქმიანობის წამოწყებას და/ან განვითარებას გეგმავენ.

ტრენინგის წარმატებით გავლის შემთხვევაში მსმენელი მიიღებს, კავკასიის უნივერსიტეტის ტრენინგ ცენტრის (CUTC) ერთობლივ სერტიფიკატს.

ტრენინგის თემატიკა:

** მართვა/მენეჯმენტი - ციკლის განხილვა და ანალიზი (პოლიტიკის განსაზღვრა, დაგეგმვა, ორგანიზება, მონიტორინგი);
** რესურსების მართვა - რესურსების ანალიზის მოდელები და რაციონალური მართვის მექანიზმები. დროის მართვა, ადამიანური რესურსების მართვა, ორგანიზაციის პოლიტიკის შესაბამისად, სამუშაოს დაგეგმვის, პროგრამირების და ბიუჯეტირების სისტემის ანალიზი PPBS;
** ორგანიზაციის პოლიტიკის შემუშავება - ტენდენციებისა და სტრატეგიული ანალიზის საფუძველზე, ორგანიზაციის პოლიტიკისა და პრიორიტეტების განსაზღვრა, მისიის მიზნებისა და ამოცანების ფორმულირება; (PESTEL-M სტრატეგიული ანალიზის მოდელი);
** სტრატეგიული დაგეგმვა - ალტერნატივების ანალიზი და ეფექტური გეგმების შემუშავება (მოკავშირეთა ანალიზის მატრიცა, მაკნამარას მოდელი);
** ორგანიზაციის მართვის დოკუმენტების შემუშავება (პრაქტიკული სავარჯიშოები, ორგანიზაციის მართვისთვის საჭირო დოკუმენტების შემუშავებაზე - კონცეფცია, განვითარების სტრატეგიის შემუშავება და იმპლემენტაციის მექანიზმების გასაზღვრა - სამოქმედო გეგმა);
** ცვლილებების მართვა - მოდელების განხილვა; ორგანიზაციის ცვლილებების განმაპირობებელი ფაქტორების ანალიზი - PESTORP, ცვლილებების მართვის მექანიზმები;
** ორგანიზაციული და სამუშაოს ანალიზი - ორგანიზაციული სტრუქტურის შემუშავება; SWOT ანალიზი, სამუშაოთა კლასიფიკაცია (მართვის დონეებისა და პასუხისმგებლობების მიხედვით, მატრიცის შემუშავება);
** ორგანიზაციული კულტურის ანალიზი და ორგანიზაციული ქცევა;
** ადამიანური რესურსები მართვა;
** გადაწყვეტილების მიღება, პროცესი და მოდელები;
** ლიდერობა და მენეჯმენტი- განსხვავებული ფორმები, როლი და მახასიათებლები;
** გენდერი და ეთიკა მასთან დაკავშირებული პროცესები ორგანიზაციაში;
** ეფექტური კომუნიკაცია - ვერბალური და არავერბალური კომუნიკაცია, კომპეტენციების და ქცევის მართვა;
** მოტივაცია - მოდელები და პრაქტიკული მექანიზმები;

სწავლების მეთოდები:

პროგრამის განმავლობაში შეისწავლება თეორიული მასალა, მოხდება ქეისების, მაგალითების განხილვა და ანალიზი. მსმენელები პრაქტიკულად იმუშავებენ სხვადასხვა დოკუმენტების, მართვის მექანიზმების შემუშავებაზე, იგეგმება სიმულაციური და როლური თამაშები.

ტრენერი: თეა ნიკოლაშვილი

ექსპერტი ადამიანური რესურსების მართვისა და ორგანიზაციის მენეჯმენტის საკითხებში, ტრენერის მრავალწლიანი საერთაშორისო გამოცდილებით. ჰოლანდიური კომპანია VIPD - ის (www.vipd.nl) წარმომადგენელი საქართველოში.

ტრენინგის განრიგი

** ტრენინგის დასაწყისი: 24 სექტემბერი
** ტრენინგის ხანგრძლივობა: 4 კვირა
** ჩატარების დღე: ორშაბათი, ოთხშაბათი, პარასკევი
** ჩატარების დრო: 19:00-22:00

ტრენინგის საფასური და რეგისტრაცია:

** ტრენინგის ღირებულება: 490 ლარი
** გაიარეთ ონლაინ რეგისტრაცია
** ტრენინგის ღირებულების გადახდა უნდა მოხდეს, ტრენინგის დაწყებამდე მინიმუმ 5 დღით ადრე.

საკონტაქტო ინფორმაცია

მერი ხვიჩია
ტრენინგ ცენტრის მენეჯერი
მობ.: 514 111 171
ტელ.: 2377777 (433)
e-mail.: mkhvichia@cu.edu.ge
 
ყველა ტრენინგი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე