ტრენინგი - მარკეტინგის რაობა
 
ყველა ტრენინგი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ტრენინგი - მარკეტინგის რაობა
მომწოდებელი: კავკასიის უნივერსიტეტის ტრენინგ ცენტრი
გამოქვეყნდა: 1 სექ / ბოლო ვადა: 1 ოქტ
"კავკასიის უნივერსიტეტის კავკასიის ბიზნესის სკოლა" (CSB) და "კავკასიის უნივერსიტეტის ტრენინგ ცენტრი" (CUTC) აცხადებს ტრენინგს: "მარკეტინგის რაობა".

ტრენინგის აღწერა:

ტრენინგი "მარკეტინგის რაობა" არის პრაქტიკული ტრენინგი, რომელიც მონაწილეებს მისცემს შესაძლებლობას შეიქმნან რეალური წარმოდგენა მარკეტინგის მართვის პრინციპებზე. მონაწილეები აღმოაჩენენ მარკეტინგის როლის მნიშვნელობას კომპანიის ბიზნეს-პროცესებში, კერძოდ აღმოაჩენენ, რომ მარკეტინგის ფუნქცია არ არის მხოლოდ კომუნიკაცია და არსებობს ძალიან მნიშვნელოვანი სტრატეგიული პროცესები, რომელშიც მარკეტინგი დიდ როლს თამაშობს.

ეს არის პრაქტიკული კურსი, რომლის განმავლობაშიც მონაწილეები ზოგადი თეორიითა და რეალური ბიზნეს-სიტუაციებით შეისწავლიან თემატიკაში მოცემულ საკითხებს.

ტრენინგის წარმატებით გავლის შემთხვევაში მსმენელი მიიღებს, კავკასიის უნივერსიტეტის კავკასიის ბიზნესის სკოლის (CSB) კავკასიის უნივერსიტეტის ტრენინგ ცენტრის (CUTC) ერთობლივ სერტიფიკატს.

ტრენერი: ელენე ჯღარკავა - კავკასიის უნივერსიტეტის მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორი.

ტრენინგის თემატიკა:

** რა არის მარკეტინგი, მისი როლი და მნიშვნელობა კომპანიებისათვის
** სეგმენტაცია/მიზნობრივი ბაზარი/პოზიციონირება
** მარკეტინგული მიქსი
** მარკეტინგული კვლევა
** ახალი პროდუქტის განვითარება
** ბრენდინგი
** მომსახურების მარკეტინგი - GAP ანალიზი
** ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაცია
** SWOT vs. TOWS ანალიზი
** პიროვნების მარკეტინგი და ბრენდინგი
** კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის როლი მარკეტინგში და Cause მარკეტინგი
** სოციალური მედია.

ტრენინგის განრიგი:

** კურსის დაწყების თარიღი: 1 ოქტომბერი
** კურსის ხანგრძლივობა: 4 კვირა
** ტრენინგის პერიოდულობა: კვირაში 2-ჯერ (ორშაბათი და ოთხშაბათი)
** ტრენინგის დრო: 19.00 საათი
** ტრენინგის ხანგრძლივობა: 3 სთ.

ტრენინგის საფასური და გადახდის წესი:

ტრენინგის ღირებულება: 430 ლარი
საფასურის გადახდა უნდა მოხდეს ტრენინგის დაწყებამდე არაუგვიანეს 5 კალენდარული დღით ადრე.

რეგისტრაციის პირობები:

ვისაც სურვილი გაქვთ დარეგისტრირდეთ ამ კურსზე და მიიღოთ კავკასიის უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლის (CSB) და კავკასიის უნივერსიტეტის ტრენინგ ცენტრის (CUTC) ერთობლივი სერტიფიკატი, გთხოვთ, გაიაროთ ონლაინ რეგისტრაცია ტრენინგის დაწყებამდე.

საკონტაქტო ინფორმაცია

მერი ხვიჩია, ტრენინგ ცენტრის მენეჯერი
მობ.: 514 11 11 71
ტელ.: 2377777 (433)
ელფოსტა: mkhvichia@cu.edu.ge
 
ყველა ტრენინგი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე