ტრენინგი - გადასახადები
 
ყველა ტრენინგი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ტრენინგი - გადასახადები
მომწოდებელი: კავკასიის უნივერსიტეტის ტრენინგ ცენტრი
გამოქვეყნდა: 1 სექ / ბოლო ვადა: 26 სექ
"კავკასიის ბიზნესის სკოლა" (CSB) და "კავკასიის უნივერსიტეტის ტრენინგ ცენტრი" (CUTC) გთავაზობთ ტრენინგს: "გადასახადები".

ტრენინგის მიზანი

მსმენელს შესძინოს სიღრმისეული ცოდნა საგადასახადო სამართლის მარეგულირებელი ნორმების, საქართველოს საგადასახადო სისტემის ფორმირებისა და ფუნქციონირების ზოგადი პრინციპების, გადასახადის გადამხდელებისა და საგადასახადო ორგანოების სამართლებრივი მდგომარეობის, საგადასახადო ორგანოებისა და მათი თანამდებობის პირების არამართლზომიერ ქმედებათა გასაჩივრების წესისა და პირობების, საერთო-სახელმწიფოებრივი და ადგილობრივი გადასახადების გამოანგარიშების და გადახდის წესის შესახებ.

ტრენინგის წარმატებით გავლის შემთხვევაში მსმენელი მიიღებს კავკასიის უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის (CSB) და ტრენინგ ცენტრის (CUTC) ერთობლივ სერთიფიკატს.

ტრენერი: ზვიად როგავა

თემატიკა

** გადასახადის ცნება, ნიშნები, სტრუქტურა და კლასიფიკაცია, საგადასახადო კანონმდებლობა;
** საგადასახადო სამართლის სუბიექტები, საგადასახადო ადმინისტრაციები, გადასახადისგადამხდელი, საგადასახადო აგენტი და სხვა ვალდებული პირი;
** საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადები, საშემოსავლო გადასახადი;
** საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადები, მოგების გადასახადი;
** საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადები, არაპირდაპირი გადასახადები;
** ადგილობრივი გადასახადები.

ტრენინგის განრიგი:

** დაწყების თარიღი: 26 სექტემბერი
** ტრენინგის ხანგრძლივობა: 4 კვირა
** ტრენინგის პერიოდულობა: ოთხშაბათი, პარასკევი
** ჩატარების დრო: 19:00 -22:00 სთ

ტრენინგის საფასური და რეგისტრაცია:

** ტრენინგის ღირებულება: 380 ლარი
** გაიარეთ ონლაინ რეგისტრაცია
** ტრენინგის ღირებულების გადახდა უნდა მოხდეს, მის დაწყებამდე მინიმუმ 5 დღით ადრე.

საკონტაქტო ინფორმაცია:

მერი ხვიჩია
ტრენინგ ცენტრის მენეჯერი
მობ.: 514111171
ტელ.: 2377777 (433)
e-mail.: mkhvichia@cu.edu.ge
 
ყველა ტრენინგი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე