პირადი ბანკირი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: პირადი ბანკირი
მომწოდებელი: ვითიბი ბანკი
გამოქვეყნდა: 1 სექ / ბოლო ვადა: 30 სექ
სს "ვითიბი ბანკი ჯორჯია" აცხადებს კონკურსს პირადი ბანკირის ვაკანტურ თანამდებობაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი

თანამდებობრივი მოვალეობები:

** VIP კლიენტების მოზიდვა, მათი მოთხოვნილებების შესწავლა/ანალიზი, შესაბამისი მომსახურებების შეთავაზება და გრძელვადიანი ურთიერთობების ჩამოყალიბება ბანკის სასარგებლოდ
** VIP კლიენტებზე საბანკო და სადაზღვევო პროდუქტების გაყიდვა, პორტფელის შექმნა და მართვა
** VIP კლიენტების კონსულტირება აქტუალურ საბანკო პროდუქტებზე, ასევე საგადასახადო და იურიდიულ საკითხებზე, სატელეფონო მხარდაჭერა, მიმდინარე პრობლემების ოპერატიული მოგვარება
** VIP კლიენტების პროდუქტების ვადების მონიტორინგი, მათი კაპიტალის მართვა
** VIP კლიენტების ინტერესების წარმოდგენა ბანკში, მათ შორის არასტანდარტულ მოთხოვნებზე საკითხების მომზადება ბანკის მენეჯმენტისათვის წარსადგენად

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება შესაბამის სფეროში
** მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება საბანკო სფეროში
** საოფისე და ბანკის შიდა სპეციალიზებულ პროგრამებში მუშაობის გამოცდილება (LMS, ODB)
** აუცილებელია რუსული ენის ცოდნა უმაღლეს დონეზე (წერა / საუბარი)
** ინგლისური ენის ფლობა საშუალოზე მაღალ დონეზე

უნარები:

** მიზანდასახული, შედეგზე ორიენტირებული
** პრიორიტეტების სწორად განსაზღვრის უნარი
** აქტიური, სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი
** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი
** კომუნიკაბელური
** დიპლომატიურობა და გუნდში მუშაობის უნარი
** მოწესრიგებული, ორგანიზებული

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, 2018 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით შეავსოთ განაცხადის ფორმა.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე