მარკეტინგის/PR მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: მარკეტინგის/PR მენეჯერი
მომწოდებელი: Prudent Real Estate
გამოქვეყნდა: 31 აგვ / განახლდა: 11 სექ / ბოლო ვადა: 30 სექ
"Prudent Real Estate" აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის/PR მენეჯერის პოზიციაზე.

აუცილებელი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება მარკეტინგის სფეროში,
** სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
** საერთაშორისო ბრენდებთან კომუნიკაციის გამოცდილება;
** მარკეტინგული კვლევების დაგეგმვა/განხორციელების მონიტორინგი;
** რეპორტინგი;
** სოციალური ქსელების მართვა;
** ანალიტიკური უნარები და ცოდნა, გაყიდვებისა და შესყიდვების ანალიზი;
** მოლაპარაკებების წარმოების გამოცდილება;
** გამართულად კომუნიკაციის უნარი ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე;
** MS Office პროგრამების კარგად ცოდნა;
** Content writer-ის შესაძლებლობები/ უნარ-ჩვევები.

ძირითადი მოვალეობები:

** გაყიდვების ზრდა სხვადასხვა მარკეტინგული თუ პირდაპირი მოლაპარაკებებით, როგორც ადგილობრივ კერძო კომპანიებთან, ასევე საერთაშორისო ბრენდებთან;
** კომპანიის პროდუქციის მარკეტინგული ანალიზი და მარკეტინგ გეგმის შედგენა;
** ბრენდინგი, ბრენდის სტრატეგიის შემუშავება;
** მოკლე და გრძელვადიანი სტრატეგიული გეგმების შემუშავება, მენეჯმენტისთვის წარდგენა, დანერგვა, განხორციელება და კონტროლი;
** კომპანიის ვებ-საიტის და სოციალური ქსელების ადმინისტრირების უზრუნველყოფა;
** ბრენდების სტანდარტების შესწავლა და სხვადასხვა პროექტების სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
** გაყიდვების დინამიკის კონტროლი, ტენდენციების შესწავლა და ინფორმაციის გამოყენება მარკეტინგულ აქტივობებში;
** სარეკლამო კომპანიებთან თანამშრომლობა, სარეკლამო კონცეფციების, სცენარების, დიზაინებისა და სხვა მასალების შემუშავებაში მონაწილეობა;
** გაყიდვების სტიმულირება და კომპანიის ცნობადობის ამაღლებაზე ზრუნვა.

პიროვნული თვისებები:

** მოწესრიგებულობა და ორგანიზების კარგი უნარი;
** პასუხისმგებლობა დაკისრებული ვალდებულებების მიმართ;
** განვითარებაზე და შედეგებზე ორიენტირებული, პროგრესულად მოაზროვნე;
** ორგანიზებულობა, შრომისმოყვარეობა, კომუნიკაბელურობა;
** დამოუკიდებლად მუშაობის და გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
** სოციალურად გახსნილი და კოლეგიალური,
** შემოქმედებითი აზროვნების უნარი.

სამუშაო პირობები:

ანაზღაურება: ფიქსირებული 800 ლარი (მზარდი) + ბონუსი
სამუშაო განრიგი: ორშაბათიდან - პარასკევის ჩათვლით, 11:00-დან 20:00 საათამდე.

გთხოვთ, გამოგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე და მიუთითეთ შესაბამისი პოზიცია სათაურის ველში: esmagvasalia@gmail.com
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე