ვადაგადაცილებული სესხების მართვის ოფიცერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ვადაგადაცილებული სესხების მართვის ოფიცერი
მომწოდებელი: ფინანსური ბიურო
გამოქვეყნდა: 31 აგვ / განახლდა: 20 სექ / ბოლო ვადა: 30 სექ
"ფინანსური ბიურო" სწრაფად მზარდი ორგანიზაციაა, რომელიც საქართველოს ბაზარზე 2015 წლიდან მოღვაწეობს. დღესდღეობით ორგანიზაციაში 400-მდე თანამშრომელია გაერთიანებული. კომპანია თანამშრომლობს სხვადასხვა მსხვილ საფინანსო ინსტიტუტებთან. ორგანიზაციის საქმიანობის სფერო პრობლემური აქტივების დამუშავებაა.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას ვადაგადაცილებული სესხების მართვის ოფიცრის პოზიციაზე თბილისში.

სამუშაო საათები: ორშაბათი- პარასკევი: 10:00-დან 18:00-მდე; შაბათი: 10:00-დან 15:00-მდე
სამუშაო ადგილი: თბილისში

სამუშაოს აღწერა:

** დავალიანების დაფარვის მიზნით პრობლემურ კლიენტებთან სატელეფონო კომუნიკაციის დამყარება და მოლაპარაკებების წარმართვა;
** პრობლემური სესხების მოგვარება და მათი აღმოფხვრისათვის საჭირო გზების ძიება;
** მონაცემთა ბაზებთან მუშაობა;
** პორტფელის მუდმივი მონიტორინგი;
** პრობლემური კლიენტების და თავდები პირების ქონების შესახებ ინფორმაციის მოძიება და დამუშავება ;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** სასურველია სამუშაო გამოცდილება პრობლემური სესხების მართვის მიმართულებით;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა; (MS Word; MS Excel; MS Outlook)

კომპეტენციები და უნარები:

** პრობლემურ მსესხებლებთან ეფექტური მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
** გამართული და დახვეწილი მეტყველების უნარი; დამარწმუნებელი კომუნიკაცია;
** სამუშაო დროის ოპტიმალურად გამოყენების უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** სტრესულ სიტუაციებთან გამკლავების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდურად მუშაობის უნარი;

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, მოგვაწოდოთ CV შემდეგ მისამართზე: hr@fbureau.ge. სათაურის ველში, გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსისს დასახელება: "ვადაგადაცილებული სესხების მართვის ოფიცერი - თბილისი". წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე